ჯანმრთელი კვება ელარჯი 2013, 31 მარტი, 13:20 ელარჯი: მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესით, შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავყაროთ შიგ თხელ ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ჭყინტი ყველი ან ახლად ამოყვანილი სულგუნი.სუთით კარგად ავურიოთ, დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ ყველი კარგად არ ჩაიზილება ღომში ღერღილის ღომი 1 ჩაის ჭიქა დაღერღილი სიმინდი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 4 ჩაის ჭიქა წყალი და ვხარშოთ სანამ კარგად არ იხარშება.შემდეგ ჩავყაროთ შიგ ცოტა სიმინდის ფქვილი, დავზილოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ფქვილის სუნი არ მოშორდება. 190 1-ს მოსწონს
|