კინო HollyWood-ი - სიმდიდრის, ზღაპრული ცხოვრების და კინომაგიის სიმბოლო 2013, 31 მარტი, 13:18 hollywood-ი ლოს ანჟელესის რაიონი, კალიფორნიის შტატი. hollywood-ში ძალიან ბევრი კინოსტუდიაა. საუკეთესო ვილებში ცხოვრობენ ყველასათვის ცნობილი მსახიობები. აქ არის ძალიან ცნობილი ჰოლივუდის ბულვარი რომელზეც 2500-ზე მეტი ვარსკვლავია ყველაზე მსახიობების სახელებით.
1887 წელს ხარვი უილკოკსმა იყიდა მიწის ნაკვეთი, და ამ ადგილს მისმა ცოლმა დაარქვა hollywood-ი. რამდენიმე წლის განმავლობაში უილკოკსი აშენებდა პროსპეკტ-ავენიუს (ახლანდელი, ცნობილი ჰოლივუდის ბულვარი) და ჰყიდდა მის ნაწილებს მდიდარ ბიზნესმენებს. მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა. ძალიან ჩქარა შენდებოდა ეკლესიები, სკოლები და ბიბლიოთეკები. 1903 წელს ჰოლივუდმა მიიღო ქვეყნის სტატუსი, მაგრამ 1910 წელს შეუერთეს ლოს ანჟელესს. 1911 წელს გაიხსნა პირველი კინოსტუდია. ამერისკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი კინოსტუდიების დამაარსებლები იყვნენ ემიგრანტები : ადლოფ ცუკორი (უნგრეთი) - სტილისტის დამხმარე, დააარსა "Paramount Pictures"-ი კარლ ლემლი (გერმანია) - ტანსაცმლის ვაჭარი, დააარსა "Universal Pictures"-ი ძმები უორნერები (პოლონეთი) - რეკლამას უკეთებდნენ ველოსიპედების მცირე კომპანიას, დააარსეს "Warner Bros"-ი ლუის მაიერი (რუსეთი, მინსკი) - ყიდიდა ჯართს, დააარსა "Metro-Goldwyn-Mayer"-ი 15 წლის განმავლობაში პატარა სოფელი გადაიქცა აშშ-ს კინოინდუსტრიის დედაქალაქად. 1920-იან წლებში აქ ყოველწლიურად იღებდნენ 800 კინოს, და თვითონ სახელი "hollywood"-ი გახდა სიმდიდრის, ზღაპრული ცხოვრების და კინომაგიის სიმბოლოდ. თავიანთ ჰოლივუდზე ოცნებობდნენ ბევრ ქვეყნებში. ამის გამო სხვადასხვა ქვეყნებმა დაარქვეს თავის კინოსტუდიებს : ბოლივუდი და მოლივუდი ინდოეთში, პოლივუდი პაკისთანში, ტროლივუდი შვეციაში, ჩოლივუდი პერუში. 38 6-ს მოსწონს
|