ტკბილეული შოკოლადის მუსი 2013, 31 მარტი, 13:13 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, თანდათან შევათქვიფოთ კვერცხის გული და 0, 5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი.
შოკოლადის ფილა დავამტვრიოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ 100 გრამი კარაქი, 2-3 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.ცხელივე ჩავასხათ ათქვეფილ კვერცხში, კარგად გავთქვიფოთ, ჩავასხათ ჭიქებში ან ფორმებში და შევდგათ მაცივარში.
მასალა: კვერცხი - 4 ცალი შოკოლადი -100 გრამიანი ფილა კარაქი - 100 გრამი 233 1-ს მოსწონს
|