x
image
ლულუ
ჩემი პრიველი პრეზიდენტი

imageდღეს საქართველოს ერონულ განმათავისუფლებელის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.ზვიადი დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.დაამთავრა თბილისის 47-ე სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.ჰყავდა ორი მეურლე და სამი შვილი.

1991 წელს ზვიადი უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

სადაც ზვიად გამსახურდიას მოსახლეობის 87% დაუჭირა მხარი.ქართველები მას ენდობოდნენ და თავის ლიდერად მიაჩნდათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც მას დიქტატორად და დემაგოგად თვლიდნენ.მისი პრეზიდენტობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა, სექტემბერში დაიწყო აჯანყება გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ, რა უნდა დაეშავებინა სამ თვეში ასეთი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება გახდა საჭირო.ზვიად გამსახურდიას სურდა სრული დამოუკიდებლობა რაც მაშინ შეუძლებელი აღმოჩნდა.

1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია დაიღუპა. მისი დაღუპვის გარემოებანი დღემდე უცნობია, არსებობს მისი სკივდილის რამდენიმე ვერსია, მაგრამ მე მწამს რომ ისეთი მორწმუნე და პატრიოტი ადამიანი როგორიც გამსახურდია იყო თავს არ მოიკლავდა.

3
16
8-ს მოსწონს
ავტორი:ლულუ
ლულუ
16
  
0 1 3