x
image
Kurnosa7
გაჭირვებულების დახმარება

image

"ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი პატარა ყავახანას ვესტუმრეთ, შეკვეთა მივეცით და სანამ ჩვენს მაგიდამდე მივიდოდით ორი ადამიანი შემოვიდა და ყავა შეუკვეთა:

"ხუთი ფინჯანი ყავა თუ შეიძლება, – ორი ჩვენთვის და სამი 'დასატოვებლად'. გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ"
ასეთმა ქცევამ ძალიან გამაკვირვა და ჩემს მეგობარს ვკითხე დატოვებული ფინჯანი ყავის შესახებ, პასუხად კი მივიღე: "მოითმინე და თავად ნახავ"

მოგვიანებით ორმა გოგონამ თითო–თითო ფინჯანი ყავა შეუკვეთა, გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ. შემდეგი შეკვეთა სამმა იურისტმა გააკეთა, – სამი ყავა თავისთვის აიღეს და ოთხი 'დასატოვებლად'. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ყავახანაში ხალხი იმაზე მეტ ყავას უკვეთავდა ვიდრე სჭირდებოდა და ზედმეტს ტოვებდა.

მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, როდესაც გაცვეთილ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც მათხოვარივით გამოიყურებოდა შემოვიდა ყავახანაში და მორიდებით იკითხა:

"დატოვებული ყავა ხომ არ გაქვთ?"
უბრალოდ ხალხი წინასწარ იხდის ყავის საფასურს იმ ადამიანებისთვის რომლებსაც არ აქვთ ცხელი სასმელის ყიდვის შესაძლებლობა. ეს ტრადიცია იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ზოგიერთ ადგილას 'დასატოვებელი ყავის' გარდა სხვადასხვა საკვების ან მთელი საუზმის შეკვეთაა შესაძლებელი დატოვების წესით





1
639
5-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
639
  
2013, 2 აპრილი, 14:55
es simgera edzgvneba lgbt adamianebs droa chagvras da dzaladobas vutxrat ara da mivigot isetebad rogorebic arian droa tavisuplad uyvardet shishis gareshe me tqvens gverditvar http://www.youtube.com/watch?v=NL08V-YY0ms
0 1 1