x
image
SnowRider
ყველაზე ძვირი "ხელოვნების ნიმუში" (+ დემიენ ჰერსტის სხვა ნამუშევრებიც)
imageეს თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირი ექსპონატია. მისი ფასი 50 მილიონ ევროს აღწევს. ამ ქანდაკების შექმნა 14 მილიონი ევრო დაჯდა, გასაყიდად 2007 წელს გამოვიდა და 50 მილიონ ევროდ შეფასდა. უცნობია გაიყიდა თუ არა თავის ქალა. თუ ეს ასეა, მაშინ ცოცხალი ხელოვანის მიერ ყველაზე ძვირად გაყიდული ექსპონატია. მის ავტორი დემიენ ჰერსტია. მან დაახლოებით 1720-1810 წლებში მცხოვრები 35 წლის ადამიანის თავის ქალა პლატინითა, ბრილიანტებით დაფარა.


image

თავის ქალას შუბლზე ამაგრია მსხლის ფორმის მოვარდისფრო ბრილიანტი, რომელიც 52, 4 კარატს იწონის და 4 მილიონი ევრო ღირს.

დემიენ ჰერსტი ( Damien Hirst )


imageჰერსტი მოქანდაკე, ინსტალაციების შემოქმედი, მხატვარი და პლაკატების შემქმნელია. ის ერთდროულად პოპულარული და წინააღმდეგობრივი ადამიანია. მისი ნამუშევრები არნახულ ფასად იყიდებადა ხელოვნების რაობის შესახებ დებატებს იწვევს.

იგი 1965 წელს დაიბადა ინგლისში, ბრისტოლში.

1991 წელს, 26 წლისამ შექმნა ნამუშევარი " სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში". " სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში"
ესაა ფორმალინში მცურავი ზვიგენი, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა. იმავე წელს ლონდონში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო.

შთაგონების წყარო

ჰერსტის შთაგონების წყარო ირლანდიელი მხატვრის, ფრენსის ბეკონის კოშმარები გახდა. ბეკონის დამახინჯებულ ფიგურებს ხშირად აქვთ გროტესკული ნაკვთები.


ფრენცის ბეკონის ავტოპორტრეტი


ჰერსტს ასევე ზვიგენის მზგავსი ნამუშევრებიც აქვს მაგალითად :

image

შავი ცხვარი


image

ზებრა


image

კამეჩი


image


ადამიანი



ჩემთვის ამას ხელოვნება არ ჰქვია მაგრამ მეორესმხრივ საინტერესოც არის.

0
280
4-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0