ფოტოგრაფია ლინდსი ლოჰანის კიდევ ერთი სკანდალური ფოტო 2013, 30 მარტი, 12:03 რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობილი ამერიკელი მსახიობის, დიზაინერისა და მომღერლის, 26 წლის ლინდსი ლოჰანის სკანდალური ფოტო. მსახიობი ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბში იმყოფება, სადაც იგი მაგიდის ქვეშ ზის და აშკარაა, რომ მსახიობი ნასვამია. ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ლინდსი ლოჰანთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, როგორ იქნა, დასრულდა. ლინდსი 90 დღეს გაატარებს სარეაბილიტაციო კლინიკაში და ასევე მსახიობს 30 დღით საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება მოუწევს. მას 18 თვიანი ფსიქოთერაპიის კურსიც მიესაჯა. 102 1-ს მოსწონს
|