დანამდვილებით არავინ იცის თუ რატომ დაარქვეს ექსტერში მდებარე
ამ უცნაურ ქუჩას – პარლამენტის ქუჩა, თუმცა ის კი ცნობილია, რომ პარლამენტთან საერთო არაფერი აქვს, მას თავდაპირველად ვიწრო ხაზის უწოდეს შემდგომში კი პარლამენტის ქუჩა, ის ოფიციალურად აღიარებულია ყველაზე ვიწრო ქუჩად მსოფლიოში _ მისი სიგანე მხოლოდ 64 სანტიმეტრია, სიგრძე კი 50 მეტრი. ამ ქუჩაზე გავლას ერთი ადამიანიც კი გაჭირვებით ახერხებს. თავდაპირველად ქუჩას – პატარა ქუჩა რქმევია, ხოლო შემდეგ უწოდეს დღევანდელი სახელი. ქუჩა ძალზე ძველია – 700 წელზე მეტი ხნის, ის 1300 წელს დაარსდა.1836 წელს ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა 130 ათასი გირვანქა სტერლინგი შეაგროვეს იმ იმედით, რომ გაფართოებას შეძლებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
მოკლედ ამ ქუჩაზე სიარულისას წაქცევაც გაგიჭირდებათ და თითქმის შეუძლებელია ორმა ადამიანმა ერთმანეთს გვერდი შემოუაროს.