ყველა დროის ყველაზე წარმატებული სოლო მომღერალი სკანდალური შემოქმედებით.
ამ პატარა გოგონას ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა სიღატაკის ქვეშ
იმყოფობედა ოჯახი, 5 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, ხოლო საკუთარმა მამა ცოლად შეირთო მოახლე, მკაცრი მამა, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობას უწევდა პატარა გოგონას მისწრაფებებსა და მიზნებს, მაგრამ ამის მიუხედავად ის დღესდღეობით არის ერთერთი პოპულარული პოპის, დანს-პოპის, საკლუბოს, ელექტრონიკის, პოპ როკის, სინთპოპისა და დისკოს მომღერალი.
მადონა, სრული სახელი მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა 1958 წლის 16 აგვისტოს, —ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი და კომპოზიტორი, მოცეკვავე, დაკინოპროდიუსერი და მსახიობია. ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად“ დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერენ — „მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“ — მისმა მსოფლიო ტურნემ „Confessions Tour“-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.