x
image
ვიზა კოხაძე
რას შეუძლია ახალგაზრდობის გახანგრძლივება
image
ქალის კანი ყველაზე ძნელად მოსავლელი და ყველაზე სათუთია.უამრავი სტატია იწერება კანის მოვლაზე სხვადასხვა წამლებისა თუ კოსმეტიკის დახმარებით, მაგრამ ბუნებრივი და ცოცხალი პროდუქტებით კვება პირველი დამცველია კანის მუდმივი ახალგაზრდობისათვის.

ვიცით, რომ A ვიტამინი ხელს უშლის თმის ცვენას, კანს კი ელასტიურს და გლუვს ხდის.ბოსტნეულიდან ოხრახუში, სტაფილო, კომბოსტო, კამა, მწვანე ხახვი და ნიახური დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს.ამიტომ სასურველია ზემოთ აღნიშნული ბოსტნეულის ცოცხლად მირთმევა.

image
კანის დაბერების მტერი ყავა და თამბაქოა, მაგრამ შეიძლება მათი განეიტრალება სხვადასხვა პროდუქტით.თამბაქოსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ფორთოხალი, ლიმონი, ბოსტნეულიდან - წიწმატი.

ცოცხალ პროდუქტებზე როდესაც ვსაუბრობთ, ადამიანის ჯანმრთელობისა და მუდმივი ახალგაზრდობის შენარჩუნების დახმარება შესაძლებელია, თუ ყოველდღიურად შევძლებთ 2 კილოგრამი ხილის წვენის მიღებას.აუცილებელიცაა ვაშლის, ბროწეულის, ალუბლის, ალუჩის, მწვანე ტყემლისა და ლიმონის მირთმევა.image


პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს B ვიტამინს, ცნობილია, რომ ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას უშლის ხელს და უზრუნველყოფს თმაში, ფრჩხილებში და კანში ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესს, ეწინააღმდეგება კანის სიმშრალეს და აქერცვლას.

image
აღნიშნული პროცესების შესაჩერებლად ძირითადად რძის პროდუქტები და ბრინჯის დიდი ოდენობით მიღებაა სასურველი.

სასურველი და აუცილებელიცაა დღეში ორიდან სამი ლიტრი წყლის მიღება, რომელიც არა მარტო ამუხრუჭებს კანის დაბერების პროცესს, არამედ ეწინააღმდეგება ნაადრევ ჭაღარას, ნაადრევ ნაოჭებს, ნაადრევ სიმშრალეს კანისა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხილი, ბოსტნეული თუ რძის პროდუქტები საუკეთესო საშუალებაა კანის მოვლისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებისათვის.image

2
135
25-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
135
  
2013, 4 აპრილი, 16:42
საინტერესო სტატიაა.:))
0 1 2