x
image
mak0
სახალისო ბიზნეს გაკვეთილები

imageგაკვეთილი #1
ქმარი აბაზანაში შედის, როდესაც ცოლმა ესესაა დამთავრა
ბანაობა. ამ დროს გაისმა კარზე ზარი. ცოლმა სასწრაფოდ შემოიხვია პირსახოცი და კარის გასაღებად გაიქცა. კართან მეზობელი ბობი იდგა. ბობმა რომ დაინახა პირსახოც შემოხვეული ქალი, ეუბნება: „თუ პირსახოცს მოიხსნით, 800 დოლარს მოგცემთ“. ქალი ორი წამით დაფიქრდა, მოიხსნა პირსახოცი, ბობმა მისცა 800 დოლარი და წავიდა. ცოლმა ისევ შემოიხვია პირსახოცი და დაბრუნდა აბაზანაში.
„ვინ იყო?“ - კითხულობს ქმარი. „ბობი“ - პასუხობს ცოლი. „800 დოლარი არ უხსენებია, ჩემი ვალი რომ მართებს?“

მორალი: ყოველთვის აცნობეთ თქვენს აქციონერებს გაცემული კრედიტების შესახებ, თორე შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

გაკვეთილი #2

პადრე სთავაზობს მონაზონს მანქანით მიყვანას. მანქანაში
ჩაჯდომისას მონაზონმა ფეხი ფეხზე შემოიგდო ისე, რომ კაბა აეწია და ლამის თეძო გამოუჩნდა. პადრემ ძლივს მოახერხა ავარიის თავიდან აცილება, საჭე გაასწორა და შეპარვით ფეხზე ხელი დაადო. მონაზონი ამბობს „პადრე 129-ე ფსალმუნი გახსოვთ?“ პადრემ აიღო ხელი, მაგრამ სიჩქარის შეცვლის შემდეგ კვლავ დაადო ფეხზე. მონაზონი იმეორებს „პადრე 129-ე ფსალმუნი გახსოვთ?“ პადრე ბოდიშს იხდის „მაპატიეთ, მაგრამ სხეული სუსტი და უძლურია“. მონასტერში მისვლისას მონაზონმა ამოიოხრა, გადავიდა მანქანიდან
და წავიდა. პადრემ კი მოძებნა 129-ე ფსალმუნი და კითხულობს - „ზევით ნახავ ბედნიერებას“. (რათქმაუნდა სინამდვილეში 129-ე ფსალმუნში ეს არ წერია)

მორალი: თუ კარგად არ იცით თქვენი საქმე, წინსვლის უამრავ
შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან.

გაკვეთილი #3

არწივი ზის ხეზე, ისვენებს და არაფერს აკეთებს. პატარა ბაჭიამ დაინახა და ეკითხება „შეიძლება მეც თქვენსავით დავჯდე და არაფერი ვაკეთო?“ „რათქმაუნდა, რატომაც არა“ უპასუხა არწივმა. ბაჭია დაჯდა ხის ძირას და ისვენებს. უცებ გამოჩნდა მელია, წაავლო ბაჭიას პირი და შეჭამა.

მორალი: იმისათვის რომ იჯდეთ და არაფერი აკეთოთ, ძალიან,
ძალიან მაღლა უნდა იჯდეთ!

გაკვეთილი #4

ინდაური ეუბნება ხარს „ხის კენწეროზე ასვლაზე ვოცნებობ, მაგრამ ძალა არ შემწევსო“, ხარმა უთხრა „აკენკე ჩემი განავალი - მასში ხომ იმდენი ნოყიერი ნივთიერებაა!“ აკენკა ინდაურმა კამეჩის განავალი და მართლაც იმდენი ძალა მიეცა, რომ ხის ყველაზე დაბალ ტოტზე დასკუპდა. მეორე დღეს კიდევ აკენკა და უფრო მაღალ ტოტს მისწვდა. რამოდენიმე დღეში კი ინდაური ხის კენწეროზე ამაყად წამოსკუპებულა, მაგრამ შეამჩნია ფერმერმა, თოფი ესროლა და ჩამოაგდო.

მორალი: განავლით მანიპულაცა შესაძლოა დაგეხმაროთ მწვერვალების მიღწევაში, მაგრამ არა შენარჩუნებაში.

გაკვეთილი #5

პატარა ჩიტი გამოსაზამთრებლად თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავდა, მაგრამ ისე ციოდა, რომ გაიყინა და მინდორში ჩამოვარდა. გამოიარა ძროხამ და შემთხვევით ჩიტზე მოისაქმა. ძროხის ფუნამ გაათბო ჩიტი და სიცოცხლე დაუბრუნა. ჩიტმა ისე კარგად იგრძნო თავი, რომ აჭიკჭიკდა. ჭიკჭიკის ხმა კატამ გაიგო, მივიდა, ამოქექა და შეჭამა საწყალი ჩიტი.

მორალი:

1. ყველა ის ვინც მოისაქმებს თქვენზე - მტერი არაა.

2. ყველა ის, ვინც განავლიდან ამოგიყვანთ - მეგობარი არაა.

3. როცა თბილად ხართ და კარგად გრძნობთ თავს, ენას კბილი
დააჭირეთ.

6
204
13-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
204
  
2013, 29 მარტი, 19:10
მადლობააა :)
2013, 29 მარტი, 19:07
საინტერსო სტატიაა. მომეწონა. მარტო ბიზნეს გაკვეთილები კი არა ყველას გამოადგება..
2013, 28 მარტი, 19:31
:)))))
2013, 28 მარტი, 19:31
მადლობა :))
2013, 28 მარტი, 19:30
შესანიშნავია:D:D ყოჩაღ:)მე 4 და მე 5 განსაკუთრებით მომწონდა ყოველთვის:))
ისე რატომღაც დეკამერონი გამახსენდა..ეტყობა პადრემ და მონაზონმა იმოქმედა ჩემზე:D
2013, 28 მარტი, 19:29
კარგი სტატიაა
0 1 6