x
მეტი
  • 14.01.2025
  • სტატია:139366
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512679
ქალს
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე,

შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,

დასაწყისშივე გეტყვი, რომ,

ო რა მაგარი ქალი ხარ,


შავი ღვინის გაქ ტუჩები,

მაშინ როდესაც ლოთი ვარ,

რა როცა თრობა მინდება,

მე შენთან სტუმრად მოვდივარ,

აი მაშინ კი დავთვრები.

ჩავიძირები სასმელში.

იმას ალერსით გადმოქცემ

რასაც ვერ გეტყვი სათქმელში.

ცხოვრებას რისკით შევხედავ

სიკვდილს სიცოცხლის მკვლევარად.

თუ მთასვლელობა შევძელი,

მე შენ დაგიბყრობ მწვერვალად.

ღრუბლებს კი ნუ ემალები.

გიხდება მათგან გამოსვლა.

მე რომ მთის მწვერვალს დავიბყრობ,

შენ მზის იქნები ამოსვლა.

ვარდების ზღვაში გიხილე

ლექსი გიძღვენი უთქმელი.

ვარდებს სურნელი აღარ აქვს,

ვარდებს აქვს შენი სურნელი,

ხედავ? რა ქალი ყოფილხარ?

შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,

შენზე მაგარი კაიფი,

მე სულ ფეხებზე მკიდია,

ეს ვარდები კი ძვირპასო,

გრძნობებით მოქარგულია,

არცერთი არ მიყიდია

სულ ყველა მოპარულია.

0
122
შეფასება არ არის
ავტორი:რომა1995
რომა1995
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0