x
შიმშილის თამაშების ტრილოგია
ტრილოგია

შიმშილის თამაშების ტრილოგია შედგება 3 წიგნისგან : 1.შიმშილის თამაშები. 2.ცეცხლის ალში. 3.კაჭკაჭაფარა. წიგნები ავტორია სიუზენ კოლინზი.

2012 წლის მარტში გამოვიდა პირველი ნაწილის ეკრანიზაცია, მეორე ნაწილი კი 2013 წლის ნოემბერში გამოვა ... წიგნი 27 ენაზეა ნათარგმნი.

~


შიმშილის თამაშები :

აშშ-ში რომანი გამოიცა 2008 წლის 14 სექტემბერს. მკითხველების მოზღვავებული ინტერესის გამო, დაგეგმილი ტირაჟი 4-ჯერ გაიზარდა.

ნახევარ წელიწადში (2010 წლის 11 თებერვლის მდომარეობით) გაიყიდა 800 000-ზე მეტი ასლი მსოფლიოს 26 ქვეყანაში. მოკლე დროში „შიმშილის თამაშები“ ბესტსელერი გახდა („USA Today“-ს ტაბლოიდებისა და „ნიუ-იორკ თაიმსის“-ის მიხედვით). რომანი გამორჩეულია ნომინაციაში 2009 წლის საუკეთესო წიგნი მოზარდთათვის („ნიუ-იორკ თაიმსი“) და დასახელებულია წლის საუკეთესო რომანად (ამერიკის ბიბლიოთეკური ასოციაციის მიერ и School Library Journal). როგორც საუკეთესო ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში „შიმშილის თამაშებმა“ მიიღო პრიზი „2008 Cybil Winner“


ცეცხლის ალში

2009 წლის 1 სექტემბერს, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, გამოვიდა რომანი — „ცეცხლის ალში“ (ინგლ. Catching Fire, სიტყვა-სიტყვით აალება), ტრილოგიის გაგრძელება. ნახევარ წელიწადში (2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით) გაიყიდა 750 000-ზე მეტი ასლი. წიგნი „ცეცხლის ალში“ შევიდა წლის საუკეთესო წიგნების ათეულში, ჟურნალ „ტაიმისა“და People Magazine’s-ის რეიტინგის თანახმად. „Publishers Weekly“-მა რომანი დაასახელბა 2009 წლის საუკეთესო წიგნად.


კაჭკაჭჯაფარა:

ტრილოგიის საბოლოო რომანი — „კაჭკაჭჯაფარა“ (ინგლ. Mockingjay) გამოვიდა 2010 წლის 24 აგვისტოს, და პირველივე კვირას გაიყიდა 450 ათასზე მეტი ეკზემპლიარი. თავისი სახელწოდება წიგნმა მიიღო გამოგონილი ფრინველიდან, რომელიც „შიმშილის თამაშების“ სამყაროში ბინადრობდა (ითვლება, რომ სწორედ ის არის გამოსახული ტრილოგიის პირველი წიგნის ამერიკული გამოცემის გარეკანზე). კაჭკაჭჯაფარა წარმოადგენს მამალი-ჯაფარასა და კაჭკაჭის ჰიბრიდს — გენეტიკურ მუტანტს, რომელიც კაპიტოლიუმის ლაბორატორიებში შექმნეს რაიონების აჯანყების დროს (ჩიტს შეეძლო მონასმენი დიდი ტექსტების დამახსოვრება და შემდეგ მათი თქმა, ამგვარად ასრულებდა ჯაშუშის როლს).


პერსონაჟები
ქეთნის ევერდინი (ინგლ. Katniss Everdeen — სახელი მომდინარეობს მცენარე ისარასგან) — ტრილოგიის მთავარი გმირი, რომლის სახელითაც მიდის თხრობა. ცხოვრობს მე-12 რაიონში დედასა და უმცროს და პრიმთან ერთად (ინგლ. Primrose Everdeen). როდესაც ქეთნისი იყო 11 წლის, მამამისი გარდაიცვალა საბადოში აფეთქების შედეგად, რამაც ქეთნისი იძულებული გახადა, საკუთარ თავზე აეღო ოჯახის მარჩენლის როლი და კაპიტოლიუმის წესების მიუხედავად დაიწყო ნადირობა რაიონის საზღვრებს გარეთ.
პიტა მელარკი (ინგლ. Peeta Mellark) — ხაბაზის თექვსმეტი წლის ვაჟი, მე-12 რაიონის მეორე ტრიბუტი, ქეთნისის თანაკლასელი. ხუთი წლიდან პიტა ჩუმად არის შეყვარებული ქეთნისზე (მიუხედავად იმისა, რომ ქეთნისი და პიტა ერთ კლასში სწავლობდნენ, ისინი არ მეგობრობდნენ და პრაქტიკულად არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რადგან პიტა შეძლებული ვაჭრის შვილი იყო, ქეთნისი კი — ღარიბი ოჯახის). როდესაც ეს ფაქტი შეიტყვეს, ტრიბუტების მენტორები (დამრიგებლები) წყვეტენ, ითამაშონ ბავშვების შეყვარებულობაზე და ამგვარად გამოიწვიონ პუბლიკისა და სპონსორების სიპათია.
გეილ ჰოუთორნი (ინგლ. Gale Hawthorne) — თვრამეტი წლის ბიჟი ქეთნისი მშობლიური ქალაქიდან, მისი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ისინი ერთად ნადირობდნენ და საკვებად ვარგის მცენარეებს აგროვებდნენ. გეილი და ქეთნისი შეთანხმდნენ, რომ ეზრუნათ ერთმანეთის ოჯახებზე. გეილი ქეთნისზეა აშეყვარებული.
ჰეიმიჩ ებერნეტი (ინგლ. Haymitch Abernathy) — ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე მე-12 რაიონის ერთადერთი მცხოვრები, რომელმაც შიმშილის თამაშებში გაიმარჯვა. თავისი ყოფილი ჩემპიონობის გამო (ჰიემიჩმა გაიმარჯვა წინა „კვარტალური ჯახში“ 16 წლის ასაკში. მან ელექტრული ველის გამოყენებით გააცურა მოწინააღდეგე და მოიპოვა გამარჯვება) ის პიტასა და ქეთნისის მენტორი ხდება.
პრიმროუზ (პრიმი) ევერდინი (ინგლ. Primrose (Prim) Everdeen) — ქეთნისის უმცროსი და. ის 74-ე შმშილის თამაშებში ტრიბუტად აირჩიეს, მაგრამ მისი და მოხალისედ გამოვიდა და დაიკავა მისი ადგილი. კაპიტოლიუმთან ბრძოლისას აფეთქების შედეგად კვდება.
ეფი ტრინკეტი (ინგლ. Effie Trinket) — მეთორმეტე რაიონის ტრიბუტების ქალი-გამცილებელი, დანიშნულია კაპიტოლიუმის მიერ.
ცინა (ინგლ. Cinna) — ქეტნისის სტილისტი თამაშებზე. 75-ე თამაშების წინ მისთვის ქმნის კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმს, რის გამოც კაპიტოლიუმის მცველების ხელით კვდება.
პრეზიდენტი სნოუ (ინგლ. President Snow) — ტირანი და დესპოტი, ტრილოგიის უმთავრესი ბოროტმოქმედი. როცა ის ხედავს, რომ ქეთნისი აჯანყების სიმხდება, იღებს ზომებს (დაშინება, მუქარა, მკვლელობა), რათა შეინარჩუნოს საპიტოლიუმის გავლენა (შესაბამისად, საკუთარიც) რაიონებისადმი..

– _______________________________________________

სულ ეს იყო :* იმედია მოგეწონებათ

.


0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ანა2001
ანა2001
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0