x
ჩემს თავზე ნაცადი დიეტა მაწვნის მოყვარულთათვის - მე 6 კგ დავიკელი, მეგობარმა - 8 კგ

image

პირველ რიგში, მინდა გირჩიოთ, რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით იმის გამო, რომ ოდნავ მომატებული ხართ, ან თუნდაც პუტკუნა.რადგან დეპრესია და ნერვიულობა მერწმუნეთ ანელებს წონაში კლების პროცესს.თუ გინდათ წონაში დაიკლოთ, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ხალისიან და მხიარულ “ტალღაზე" იყოთ.მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას და თუ ვერ ვარჯიშობთ, ხშირად იცეკვეთ.ეს კალორიების ხარჯვაშიც დაგეხმარებათ და განწყობის ამაღლებაშიც.ახლა კი შემოგთავაზებთ დიეტას, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა დავიცავით.მე 6კგ დავიკელი, მეგობარმა-8კგ.ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი კილო ხართ, რაც უფრო მეტია სხეულის მასა, მით მეტი წონა აკლდება.ეს დიეტა ცოტა ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ შედეგიანია და ღირს გარჯა:) მაშ ასე: 1-დღე. 1 კგ მოხარშული კარტოფილი; 2-დღე. 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 5ცალი მოხარშ.კარტოფილი; 3-დღე. 1-1, 5 კგ ვაშლი; 4-დღე. 1 ქილა მაწონი და 200გრ არაჟანი; 5-დღე. 1 ქილა მაწონი და 200გრ ხაჭო; 6-დღე. 1 ჭიქა მოხარშ წიწიბურა და 1ქილა მაწონი; 7-დღე. 2 ც.მოხარშული კვერცხი და 1ქილა მაწონი; 8-დღე. 1 კგ ან 1ასხმა შავი ქლიავის ჩირი(ან ნებისმიერი ჩირი); 9-დღე. 2-3 ქილა მაწონი; 10-დღე. 2-3 ლიტრა მინერალური წყალი. თუ მოგშივდათ მიირთვით ვაშლი, კიტრი, პომიდორი, უშაქრო ყავა და ჩაი, ოგონდ არა მე-10 დღეს.აქედან დიდი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ ჩაი(უმჯობესია ნწვანე).

0
15570
შეფასება არ არის
ავტორი:teatea
teatea
15570
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0