წვნიანი კერძები სოკოს სუპი 2012, 17 მარტი, 15:47 მასალად საჭიროა:
გამხმარი სოკო - 250გრ ხახვი - 3თავი მზესუმზირას ზეთი - 5სუფრის კოვზი პურის ფქვილი - 1სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი - 1/2ჩაის ჭიქა შავი პილპილი - 1/2ჩაის კოვზი მარილი - გემოვნების მიხედვით გამხმარი სოკო რამდენიმეჯერ გავრეცხოთ ცივ წყალში. დავალბოთ რამდენიმე საათით ადრე. შემდეგ მოვხარშოთ იმავე წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი მოვხრაკოთ ზეთში. მოხარშული სოკოები ამოვიღოთ, დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ იმავე ზეთში. შემდეგ ისევ ჩავყაროთ ქვაბში, ჩავალესოთ 1სუფრის კოვზი ფქვილი. შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. კარგი იქნება, რომ სუპში ჩავდოთ 2-3ცალი დაფნის ფოთოლი. 1032 3-ს მოსწონს
|