x
image
მატასი
თემურ და გელა ბაბლუანების ''მემკვიდრეობა'' ანუ ტრადიციის მსხვერპლი

image

ქართველი საზოგადოებისთვის და ქართული კინოსამყაროსათვის ბაბლუანების გვარი დიდი ხანია ცნობილი და პატივდებულია, თუმცა თამამად სათქმელია, რომ არა მარტო საქართველოში, ბაბლუანებმა ევროპასა და ჰოლივუდშიც გაითქვეს სახელი, კერძოდ უფრო ფილმით ''13'', რომლის რიმეიქიც ჰოლივუდში გადაიღეს, მაგრამ ამჯერად ქართული რეალობისა და მტკივნეული სიმართლის გამომსახველ ფილმზე უნდა ვისაუბროთ. ''მემკვიდრეობა'' 2006 წელს გამოვიდა ეკრანებზე, თემურ და გელა ბაბლუანების რეჟისორობით, ფილმი საკმაოდ მოკლეა და სიუჟეტიც მარტივად ვითარდება. თანამედროვე, იმდროინდელი საქართველო, ჯერ დედაქალაქი – თბილისი, სტუმართმოყვარეობით ცნობილი ქართველები, რომელთა შიშითაც კამერაც ვერ ამოგიღია ქუჩაში გადასაღებად და მყარად ფესვგადგმული, დაუსჯელი და ცხოვრების წესად ქცეული ქურდული და ძველბიჭური მენტალიტეტი, დევიზი – ''წაგლეჯვა'', ''რაც შეიძლება მეტის გამორჩენა''. უცხოელი სტუმრები კი განსაკუთრებით გემრიელი ლუკმა იყო დამშეული ქართველებისათვის. ეს დევიზი არც თბილისს მიღმა იცვლება, ყველა თავისი ეშმაკობითა და შესაძლებლობებით ცდილობს რაღაცის მიღებას, მათ შორის ვითომ ყრუ–მუნჯი გამყიდველი, რომელიც ავტობუსს მიჰყვება თბილისიდან მესტიამდე და გზა და გზა ''ყვლეფს'' მგზავრებს. ამ ავტობუსს მიჰყვებიან ჩვენი მთავარი გმირებიც, სამი ახალგაზრდა ფრანგი, ერთი ყმაწვილი და ორი გოგონა და მათი გამყოლი თარჯიმანი ძველი ციხესიმაგრის ნანგრევების სანახავად მიდიან, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ ფრანგებს წინაპართაგან. ავტობუსის ერთ–ერთ გაჩერებაზე მგზავრებს მოხუცი კაცი და მისი შვილიშვილი შემოუერთდებიან. სვანი ბაბუა და შვილიშვილის ისტორია მკაფიოდ გვახედებს თანამედროვეობამდე შემონახულ სასტიკი ტრადიციების ამაოებაში. ხელ–ფეხი შეკრული გაქვს და იძულებული ხარ თავი მსხვერპლად გაიღო, დახმარება კი სხვებსაც არ ძალუძთ.

ფილმი შეძრავს ნებისმიერ მნახველს და აუფორიაქებს გრძნობებს ყველა ნორმალურ ადამიანს, განსაკუთრებით კი რათქმაუნდა ქართველებს მოგვხვდება გულზე, ჩვენიანების უცხოთა მიერ გაუგებარი და საზარელი, ხოლო ჩვენთვის სასტიკი და სამარცხვინო მოქმედება.

მართალია ''ადამიანი თავისი წარსულიდან მოდისო'', ტრადიციების პატივისცემაც ღირსეული და აუცილებელია, მაგრამ ზოგიერთი მათგან მართლაც რომ ''სირცხვილი'' და ''არაადამიანობაა'', რომლებიც უნდა ვაღიაროთ და ჩირქივით ჩამოვიცილოთ. ყველამ ერთად უნდა გაახილოს თვალი და დადგეს სიმართლის წინაშე, თორემ ერთი მსხვერპლი არ იქნება დასასრული და მას ყოველთვის მოჰყვება მორიგი, ფილმის დასასრულშიც სწორედ ამგვარი ატმოსფეროა.

0
83
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0