წვნიანი კერძები ლობიოს სუპი ზეთით 2012, 17 მარტი, 15:35 მასალად საჭიროა:
ლობიო - 500გრ ზეთი - 4სუფრის კოვზი ხახვი - 2თავი სხვადასხვა მწვანილი - 1პატარა კონა(ქინძი აუცილებელია) დაფნის ფოთოლი - 3ცალი მარილი - გემოვნების მიხედვით გავრეცხოთ კარგად დარჩეული ლობიო. შემდგ დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქვაბში წყალი ოთხჯერ მეტი იყოს, ვიდრე ლობიო. ლობიოს ძალიან დიდხანს სჭირდება დუღილი, რომ წესიერად მოიხარშოს. მოხარშვის შემდეგ ჩავყაროთ მარილი და წვრილად დაჭრილი ყოველნაირი მწვანილი (ქინძი აუცილებელია) და დაფნის ფოთოლი. ცალკე ტაფაზე ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელიც შემდეგ ჩავყაროთ ლობიოს ქვაბში. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი. ვისაც სურს, შეიძლება დაუმატოს 2-3 კოვზი ძმარი. თუ ლობიომ ხარშვის დროს წყალი ძალიან შეიშრო, რაც ლობიოს ხარისხზეა დამოკიდებული, კიდევ უნდა დაემატოს წყალი დუღილის დროს, ისე რომ მას უსათუოდ ჰქონდეს სუპის დამახასიათებელი სისქე. 807 2-ს მოსწონს
|