x
image
თამარი555
მსოფლიო კინოს ლეგენდა__ სოფი ლორენი

image


სოფია შიკოლონე დაიბადა რომში. მისი დაბადების შემდეგ მისი ოჯახი, პატარა ქალაქ პოცუოლში, ნეაპოლის ახლოს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა. სოფიას მეტსახელად ბავშვობაში “სტეკეტოს" ეძახდნენ. მისი პირველი ნაბიჯი იყო თოთხმეტი წლის ასაკში სილამაზის კონკურსში გამარჯვება, რის შემდეგაც ოჯახი რომში გადავიდა საცხოვრებლად. 1950 წელს სოფია მონაწილეობას იღებს კონკურსში “მის იტალია", სადაც მან მიიღო ჯილდო “მის ელეგანტურობა".



image


კონკურსში მონაწილეობის პერიოდში მან გაიცნო პროდიუსერი და მისი მომავალი მეუღლე კარლო პონტი, რომელიც 22 წლით უფროსი იყო მასზე. იმავე დროს კარლო პონტი დაქორწინებული გახლდათ, ხოლო განქორწინების მიღება კათოლიკისთვის არც ისე უბრალო საქმე იყო. იმედგადაწურულებმა იმით რომ ვატიკანისგან განქორწინებას ვერ მიიღებდნენ, მათ ჩუმად მექსიკაში დაიწერეს ჯვარი.



image


1950-იან წლებში სოფი ლორენი გახდა იტალიის კინოვარსკვლავი. პირველ ხანებში მას იღებდნენ ფსევდონიმით, სოფია ლაზარო, ხოლო შემდეგ პონტიმ ის შეცვალა ლორენით. სოფი ლორენი მონაწილეობს ფილმებში, როგორიცაა “ჩოჩარა"(1961), “გუშინ დღეს, ხვალ"(1963), “ქორწინება იტალიურად"(1964).

მისი მსახიობური მწვერვალი იყო დედის როლი ფილმ “ ჩოჩარაში"_რომელიც გადაღებული იყო ალბერტო მორავიას რომანის მიხედვით. მან ამ როლისთვის “ ოსკარი" მიიღო. ეს იყო პირველი, არაინგლისურენოვანი ფილმი, რომელსაც ეს ჯილდო მიენიჭა.

1999 წელს სოფი ლორენი, ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის მიერ შეყვანილია 25 საუკეთესო მსახიობთა სიაში.


image

image

imageimageimageimageimage




7
142
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
142
  
2013, 26 მარტი, 18:39
გეთანხმებით.
2013, 26 მარტი, 18:29
ერთხელ ვიღაცის კომენტარი წავიკითხე,ამ ქალის სილამაზის ვერაფერი გავიგეო,ძალიან გამიკვირდა....მე პირადად ანჯელინა ჯოლის სილამაზის ვერაფერი გავიგე..
2013, 26 მარტი, 18:16
მოკლედ სტიქიური მოვლენაა :))))))))))))))
2013, 26 მარტი, 18:15
მართლაც. :)))))))))))))))))))))
2013, 26 მარტი, 18:12
ელეთმელეთი ბოლოს და ბოლოს :)
2013, 26 მარტი, 18:10
ქალი ლეგენდა, ქალი ელვა, ქალი ღელვა... :)
0 1 7