x
image
Kurnosa7
სენოის სიზმრების მართვის პრაქტიკა

imageსენოი სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველ დილით ოჯახში ერთობლივად განიხილავენ ღამით ნანახს. პატარებს ასწავლიან, როგორ მოიშორონ კოშმარები და გახადონ სიზმარი სასიამოვნო და ფერადოვანი. თინეიჯერობის ასაკიდან ისინი აღარც ხედავენ კოშმარებს.
სენოი ასწავლის, რომ სიზმარში საშიშროებას არ უნდა გაექცე, არამედ უნდა დაუპირისპირდე და დაამარცხო ის. მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ თავს ვეფხვი დაესხა, მშობლები აქეზებენ მასთან საბრძოლველად, უხსნიან რომ "სიზმრის ვეფხვი" მას ვერაფერს ავნებს და მეორედ მასთან შეხვედრისას უნდა შეებრძოლოს. თუ ბავშვი სუსტია და არ სჯერა, რომ ვეფხვს მოერევა, შეუძლია დასახმარებალდ "სიზმრის მეგობარი" მოიხმოს. ასევე შეიძლება ყველა პრობლემის დაძლევა, მთავარია გახსოვდეს რომ სიზმრის მართვა შეგიძლია: თუ ცეცხლში დაწვა გემუქრება, გამოიყენე წყალი, თუ კლდიდან გადმოვარდი - აფრინდი და ნარნარად დაეშვი მიწაზე.
სიზმრის პერსონაჟები, ძირითადად, ჩვენი გონების მიერ იქმნება, ამიტომ მათთან დამეგობრება იოლად შეგვიძლია. რაც მეტი "სიზმრის მეგობარი" გვეყოლება, მით უკეთესი. თუ მაინც არის ვინმე მტრულად განწყობილი, მას უნდა შევებრძოლოთ, როცა დავამარცხებთ, იგი სამუდამოდ წავა ჩვენი სიზმრებიდან.

სენოი ბავშვობიდან სწავლობს, როგორ ისიამოვნოს სიზმრებში: იფრინოს, იმოგზაუროს, გააკეთოს აღმოჩენები და თუნდაც მოკვდეს სიზმარში, მას შეუძლია დაბრუნდეს უკან უკეთესი და უფრო ძლიერი სხეულით.

ყველაზე სასურველი, რაც შეიძლება გაცნობიერებულ სიზმარში მოხდეს, ესაა "სიზმრის საჩუქრის" მიღება, რაშიც შემოქმედებითი ნიჭი იგულისხმება. სენოი გადმოსცემს თავის სიზმრებს ფერწერით, ჩუქურთმებით ან მუსიკით.

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0