სიზმარში ცხოველების ნახვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათი მეშვეობით უკეთ შევიცნობთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს და გავიგებთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რეალურ ცხოვრებაში.
მითოლოგიებში, ხალხურ ზღაპრებში ცხოველები რაიმე დამასიათებელი ნიშან-თვისებითაა წარმოდგენილი, მაგალითად, დათვი მზრუნველია, ან მასწავლებელი, მელია - ცბიერი, ძაღლი - მფარველი და მეგზური. ასევე სიზმრებშიც ცხოველები ალეგორიულად მიგვანიშნებენ იმ თვისებებზე, რისი შეძენა და განვითარებაც საჭიროა ჩვენთვის. ესაა ჩვენი "უმაღლესი მეს" მესიჯები, რომელთა აღქმა მარტივად, ინსტიქტების დონეზე ხდება. სხვადასხვა ცხოველი შეესაბამება ფიზიკურ, სექსუალურ, შეგრძნებით, ემოციურ და სულიერ საჭიროებებს და მინიშნებაა ჩვენთვის თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ადამიანებში შიშს ყველაზე მეტად სიზმარში გველის ხილვა იწვევს. გველი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო ფსიქო-სულიერი ტრანსფორმაციისა.
გველი ნიშნავს პიროვნების განახლებას, რღვევას ან ცვლილებას, ასევე ის არის კუნდალინის სიმბოლო. ალქიმიაში გველი არის მერკურის ძალა, ვერცხლისწყალი, რომელიც აღნიშნავს ცხოვრების ძალების მუდმივ მოძრაობას: ცხოვრებას, სიკვდილს და კვლავ დაბადებას.
გველის ხილვა სიზმარში სულიერი ცვლილების მიმანიშნებელია. შესაძლებელია ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ჩვენი ცნობიერების ახალ დონეზე გადასვლას. სიზმარი იწვევს შიშს, რადგან ჩვენ მართლაც გვაშინებს საკუთარი თავის ცვლილება.