x
image
Kurnosa7
ჯონ ლენონი და მანათობელი ობიექტი

image

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალი ჯონ ლენონი, ცნობილი როკ ჯგუფის ბითლზის ცენტრი იყო. ასევე მისი ინდივიდუალური სიმღერები უცებ აიტაცა ხალხმა. მარტო imagine რომ ავიღოთ, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ სიმღერას ყველამ კარგათ ვიცით. როგორც ამბობენ ლენონმა სიცოცხლე მისივე თაყვანისმცემელის ხელით დაასრულა. მასზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, იარაღი ესროლა და ლენონი სიცოცხლეს გამოასალმა. მისი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახლდათ, ქვევით ლენონის ცხოვრების ერთ-ერთი მომენტია აღწერილი როდესაც, მან მფრინავი მანათობელი ობიექტი დაინახა.

23 აგვისტო, 1974 წელი, ნიუ-იორკი - ჯონ ლენონმა თავისი აივნიდან მანათობელი მფრინავი ობიექტი შეამჩნია, რომელიც ფანჯრებს ზემოთ, ჰაერში ლივლივებდა. მომღერალთან ერთად მისი მეგობარი მეი პანიც იმყოფებოდა. ინტერვიუში ის ყვება, რომ მფრინავი ობიექტი გაბრტყელებულ მონეტას ჰგავდა და წითელი შუქით თვალისმომჭრელად ანათებდა.

- ჯონი დატყვევებული იდგა, - იგონებს მეი, - არ გვჯეროდა, რომ ამ უჩვეულო სანახაობის მოწმენი გავხდით. როცა "ხომალდი" მოახლოვდა, შევამჩნიეთ მრგვალი თეთრი ნათურები ჰქონდა გარს შემოვლებული, რომელიც სწრაფად ინთებოდა და ქრებოდა. ძლიერმა სინათლემ თითქოს გონება დაგვიბინდა. მოხიბლულები შევცქეროდით, როგორ გადაუფრინა "ხომალდმა" შენობას ისე ახლოს, რაიმე რომ გვესროლა, ალბათ, მარტივად მივაწვდენდით.

უფოს თემას შეხვდებით ჯონ ლენონის სიმღერებში: Nobody Told Me და Out the Blue


იმედია მოგეწონათ, გმადლობთ ყურადღებისთვის.

2
96
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
96
  
2013, 1 აპრილი, 23:04
მაგარი ხარ
2013, 1 აპრილი, 23:03
გენაცვალე ვინც დადო ეს
0 1 2