x
image
mak0
ნოსტრადამუსმა ზუსტი თარიღი ვერასოდეს გამოიცნო

image

ფრანგმა ასტროლოგმა, ექიმმა და ალქიმიკოსმა მიშელ დე ნოტრდამმა, უფრო ცნობილმა, როგორც ნოსტრადამუსმა (1503-1566) კაცობრიობას უამრავი წინასწარმეტყველება დაუტოვა, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მისი მიმდევრებიც კი აღიარებენ უამრავ შეცდომას.
პირველ რიგში, ნოსტრადამუსის ნამუშევრების ნაკლი ინტერპრეტაციაა: იგი საკმაოდ განსწავლული ადამიანი იყო და კატრენები (ოთხტაეპიანი ლექსი) იმდენად ორაზროვანი გახლდათ, მათი შეფარდება ფაქტობრივად, ნებისმიერ მოვლენასთან შეიძლება.
კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ნოსტრადამუსის მიმდევრები წინასწარმეტყველებებს მას შემდეგ იხსენებენ, რაც კონკრეტული მოვლენა უკვე მომხდარია.
მოკლედ, თუკი სამყაროს აღსასრული მაინც დადგება, ამას ნამდვილად ვერ გავიგებთ...
სხვათა შორის, დღემდე აპოკალიფსის ძალიან ბევრი “წინასწარმეტყველება" არსებობდა, რომლებიც არ ამხდარა. აი, რამდენიმე მაგალითი:
– 2008 წელს დედამიწაზე გიგანტური ასტეროიდი დაეცემა, რომლის დიამეტრი დაახლოებით 800 მეტრი იქნება. შეჯახების ძალა ნახევარ პლანეტას გაანადგურებს, მეორე ნახევარი კი შემდგომ კატაკლიზმებს ემსხვერპლება.
– იგივე ნოსტრადამუსი ამბობდა, რომ დედამიწას 2009 წელს ნამდვილი არმაგედონი ელოდა, თუმცა...
– ბუნებრივი რესურსების გამოლევა 2010 წელს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევსო...

0
66
11-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0