სხვა წამების ყველაზე საშინელი მეთოდები ევროპაში 2013, 25 მარტი, 15:34 ტერმინი <<ინკვიზიცია>> ლათინური წარმოშობისაა (Inquisitio-დაკითხვა). ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული უფლებადამცველ სფეროში ჯერ კიდევ კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალის ჩამოყალიბებამდე და აღნიშნავდა საქმის ვითარების გამოძიებას დაკითხვისა და ხშირად ძალის გამოყენების გზით. დროთა განმავლობაში ეს ტერმინი კათოლიკური საეპისკოპოსო ტრიბუნელებს მიეკედლა, რომელიც უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდა ერეტიკოსებს. შუასაუკუნეების ინკვიზიციას წამების ასობით ნაირსახეობა ქონდა. წამების ზოგიერთი იარაღი ჩვენ დრომდეც შემოინახა, ზოგიერთიც აღდგენილია ინკვიზიციის ჩანაწერების მიხედვით. შემოგთავაზებთ შუასაუკუნეების წამების იარაღების ტოპ-ოცეულს. ეკლიანი ფეხსაცმელი ეს არის რკინის ფეხსაცმელი, რომლებსაც ქუსზე დამაგრებული ქონდა ეკლები. წამების ობიეტს ფეხისწვერებზე უწევდა დგომა სანამ ამის ძალა შესწვდა, სწორად დადგომისას კი ეკლები ქუსლებში ერჭობოდა. ერეტიკოსის ჩანგალი ამ სურათს კომენტარები არ ჭირდება კუდიანების „განსაბანი“ სავარძელი მსხვერპლს აბამდნენ სავარძელზე რომელიც დაკიდებული იყო გრძელ ბოძზე და პერიოდულად სვავდნენ წყლის ქვეშ, შემდეგ ამოსუნთქვის საშვალებას აძლევდნე და ისევ წყალში აბრუნებდნენ. წამების ამ მეთოდს ძირითადად გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში იყენებდნენ, როცა ძალიან ციოდა და წყალიც გაყინული იყო. ესპანური ჩექმა ამ მოწყობილობით წამების ობიექტს დაკითხვისას, ყოველი არასასურველი პასუხის შემდეგ ნელნელა უმტვრევდნენ ფეხებს. საბოლოო ჯამში მსხვერპლს მუხლს ქვემოთ ძვლები სულ დაფშვნილი ქონდა. წყლით წამება მსხვერპლს აბამდნენ მაგიდაზე ისე, რომ მუცელი მაქსიმალურად ჰქონოდა ამოზნექილი, პირს უვსებნენ თივით, რომ არ დაეხურა და ძაბრით ასხამდნენ პირში წარმოუდგენელი რაოდენობის წყალს. თუ მსხვერპლი არ აღიარებდა დანაშაულს, წამების დასასრულს მას ხსნიდნენ, აწვენდნენ იატაკზე და ჯალათი ახტებოდა გაბერილ მუცელზე. ფინალი გასაგები და ამაზრზენია. კატის ბრჭყალები გასაგებია რომ ეს იარაღი ზურგის საფხანად არ იყო განკუთვნილი. მსხვერპლის ცხენებით დანაწევრება მსხალი ეს მოწყობილობა თავსდებოდა სხეულის ხვრელში (ზომების მიხედვით გასაგებია, რომ არა პირში ან ყურში) და ნელნელა იშლებოდა არაადამიანური ტკივილის მისაყენებლად. სულის განწმენდა ბევრ კათოლიკურ ქვეყანაში სასულიერო პირებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის სულის განწმენდა ფიზიკური ზემოქმედებით იყო შესაძლებელი. ამ მიზნით „ცოდვილს" პირში ან ადუღებულ წყალს ასხამდნენ ან გავარვარებულ ნახშირს აყრიდნენ. იუდას აკვანი სურათი კომენტარს არ საჭიროებს. 1032 12-ს მოსწონს
|