x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136570
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
ვარცხნილობა "ცხენის კუდი"-ვარსკვლავების არჩევანი
ვარცხნილობა "ცხენის კუდი" დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი გაკეთება შეიძლება როგორც მოკლე, საშუალო, ასევე გრძელ თმაზე.

ასევე განსხვავებულია მისი ფორმა-სწორი, გლუვი თმები, კულულები, დახვეული და ფანტაზიის მიხედვით.

ვარსკვლავები ხშირად ირჩევენ "ცხენის კუდის" სხვადასხვა ვარიანტებს და საკმაოდ მომხიბვლელადაც გამოიყურებიან.

ცნობილი მომღერალი ბიონსე არჩევს დაბლა, კეფასთან შეკრულ კუდს, რომელიც დასწორებული თმის რიგებისგან არის შექმნილი.
image

Jessica Alba-მ თმის რიგები გვერდით გადაივარცხნა, ყურის უკან შეიკრა და თმა მხრებზე ჩამოიყარა.


ამგვარად ვარცხნილობას განსხვავებული იერი შესძინა.

image


თმის კუდს შეგიძლიათ ახლებური ფორმა მიანიჭოთ როგორც დაკოტა ჯონსონმა მშრალი შამპუნის მეშვეობით. თმის ვარცხნილობას დაუდევარი იერსახე ექნება.

image


დაბალი და ხვეული თმის კუდი აირჩია ქეით ჰადსონმა და 60-იანი წლების სტილის ვარცხნილობა შექმნა.

image


თმები კარგად დაისწორეთ ფენის მეშვეობით, მოაგროვეთ უკან კეფაზე, შემოახვიეთ თმას რგოლი და აწიეთ რამდენიმე სმ-ის სიმაღლეზე, როგორც მირანდა კერიმ. ვარცხნილობა ერთდროულად სპორტული და დაუდევარი სახის გამოვა.

image

მსახიობი ჯესიკა ჩესტეინის მსგავსი "ცხენის კუდის" გაკეთებისთვის თითებით ჩამოივარცხნეთ თმის რიგები. შეიკარით უკან და თმა შემოახვიეთ.

image


კრისტენ სტიუარტმა საშუალო სიგრძეზე შეკრა თმის რიგები და კუდი გვერდით მოიქცია. თმის რიგებს კი სიპრიალე მიანიჭა.
image


"ცხენის კუდის" მაღალი ვარიანტი აირჩია ჯენიფერ ლოპესმა, მან "ცელქი" კულულები თავზე შეიკრა და ხალისიანი ვარცხნილობა გაიკეთა.
image

ჯენიფერ ლოპესი



















0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0