ქალი და მამაკაცი ბერეზოვსკის ცოლები და საყვარლები 2013, 25 მარტი, 9:20 დასაწყისი:თავიდან რიგითი, მოკრძალებული საბჭოთა მათემატიკოსი დაქორწინდა უბრალო, რუს გოგონაზე ნინა კოროტკოვაზე, რომელიც იმავე ინსტიტუტში 2 კურსით უკან იყო.მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, წყვილს ეყოლათ 2 შვილი, ლიზა და კატია, (პირველი, ლიზა შემდეგ მხატვარი გახდება და ბორის აბრამოვიჩს პირველ შვილიშვილს- სავას აჩუქებს)ბორისი ბიზნესში იდგავდა ფეხს, ხოლო ცოლი დიასახლისი იყო. ბორისი 34 წლის იყო, როდესაც 22 წლის გალინა ბეშაროვა შეუყვარდა, 1989 წელს მათ ბავშვიც ეყოლათ არტიომი, მხოლოდ ამის შემდეგ გაეყარა იგი პირველ ცოლს, რომელსაც ბინა ერგო ლენინის პროსპექტზე, თვითონ ბორია კი გალინას ბინაში გადაბარგდა. სწორედ გალინამ უბიძგა მომავალ ოლიგარქს, რომ ძალები არა მეცნიერებაში, არამედ ბიზნესში მოეცადა, 1993 წელს გალინამ გაიგო, რომ ბორისს კიდევ ერთი პარალელული ოჯახი ჰყავდა, თუმცა პირველი ცოლისგან განსხვავებით, რომელსაც კომუნალური ბინის მეტი არაფერი ერგო ბორისისგან, მძლავრი დარტყმა მიაყენა მილიარდელის ფინანსებს, 16 მილიონად ღირებული სასახლე ლონდონის ჰაიდ-პარკში მის მფლობელობაში გადავიდა, ამასთანავე სასამართლოს მეშვეობით 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი აწაპნა.(ოფიციალური გაყრა მხოლოდ 2009 წელს დასრულდა) 403 3-ს მოსწონს
|