სხვა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი 2012, 21 აპრილი, 18:15 მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი ააგეს სახელწოდებით Baluarte Bicentennial. იგი 403 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ერთმანეთთან სინალოასა და დურანგოს შტატებს აკავშირებს. ხიდის მშენებლობას 4 წელი და 159 მილიონი დოლარი დასჭირდა. მის გახსნას მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი და გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყნის პირველმა პირმა ხიდზე მანქანითაც კი გაისეირნა. 1181 4-ს მოსწონს
|