x
image
K.P.
რას საქმიანობდა და როგორ ცხოვრობდა წლების წინ სოფო ნიჟარაძე? (სოფოს სახეცვლილება)

imageსოფო პირველი იყო ოჯახში ვინც პროფესიად სიმღერა აირჩია. დედა ექიმი ჰყავდა, მამა კი ინჟინერი. სიმღერის ნიჭი და სიყვარული მემკვიდრეობით მამისგან ერგო. ალბათ არ იცით, რომ სოფომ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა ფილმისთვის "იავნანამ რა ჰქმნა?! სოფომ მიზანი დაისახა, სურდა მოსკოვში, გნესინების მუსიკალურ აკადემიაში ჩაებარებინა. ყველასდა გასაოცად მან ეს შეძლო და მოსკოვში დაიდო ბინა. მოგვიანებით სოფო თეატრალური აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. ის ქართულ რესტორანში ვახშმობდა, სადაც ნუგზარ კვაშალიც იყო. "ეს გოგონა დიდი მომღერალი გახდება!"-ასე წარუდგინეს სოფო კვაშალს. image სოფო კასტინგზე დაიბარეს და "ჩხიკვთა ქორწილში" მთავარ როლზე მიიწვიეს. ოჯახში განებივრებული მოსკოვში დამოუკიდებელი გახდა. "ჩხიკვთა ქორწილში" ერთ-ერთი მთავარი არია ყინულზე უნდა შეესრულებინა. ფულის დაზოგვის მიზნით მწვრთნელი არ აუყვანია. დაცემისას თავი რომ არ დაეზიანებინა, ხელს აშველებდა. მარჯვენა ხელი ახლაც სტკივა. რეპეტიციის შემდეგ სასწრაფოდ გარბოდა, მეტროს ბოლო რეისისთვის რომ მიესწრო. imageტაქსის ფული არ ჰქონდა. "ჩხიკვთა ქორწილში" სოფო ნიჟარაძე შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა. imageეს გავლენიანი ქალბატონი გახლავთ, რომელიც მიუზიკლების ჯადოსნურ სამყაროში მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი "ნოტრდამ დე პარიში". ამ სპექტაკლით დასმა მთელი რუსეთი მოიარა. ფრანგმა რეჟისორებმა მთავარი როლისთვის მიუზიკლში "რომეო და ჯულიეტა" სწორედ სოფოზე შეაჩერეს არჩევანი. სოფოს რომანი ჰქონდა ცნობილ ჰოკეისტ პაველ ბურესთან. imageსამწუხაროდ მათი გზები გაიყარა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფო სამშობლოში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. არ ნანობს!

პიროვნულად როგორ შეიჩვალა საფო საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძალიან ძნელი სათქმელია, გარეგნულად კი... გთავაზობთ სოფოს ფოტოებს, რომლებიც მისი საქართველოში დაბრუნებამდეა გადაღებული. imageimageimageimageimage






2
870
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
870
  
2013, 25 მარტი, 21:40
ნენა რა იყო და რაი გახდა :D:D:D (კუთხური კილო უხდება)
0 1 2