x
image
თამარი555
გეიშას სიყვარული

image


ერთხელ პორტუგალიელი მეზღვაურები მინამში (იაპონია) ჩავიდნენ. მათ შორის ერთი ახალგაზრდა იუნგა იყო. მას ყველაზე ახალგაზრდა გეიშა გააცნეს, სახელად უსიუკი, რომელიც იაპონურად__“ნაზ ფიფქს" ნიშნავს. ახალგაზრდებს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ ერთმანეთის ენა არ ესმოდათ და მთელი საღამო მუნჯურად, უსიტყვოდ გაატარეს. დილით კი ერთმანეთს დაშორდნენ. უსიუკის მაგიდაზე კი ახალგაზრდა იუნგას პატარა ტელესკოპი დარჩა და მეამიტმა გოგონამ იფიქრა რომ ეს იმის ნიშანი იყო რომ როდისმე მისი შეყვარებული აუცილებლად უკან დაბრუნდებოდა. მას შემდეგ ის ყოველ დილით გამოდიოდა მეგობრებთან ერთად მდინარე სუნიდის მდინარის ნაპირას, და პორტუგალიის გემებს აკვირდებოდა.


გადიოდა დრო, ბევრმა წყალმა ჩაიარა მდინარე სუმიდში მას შემდეგ, მაგრამ უსიუკი კვლავ განაგრძობდა მდინარის სანაპიროზე სიარულს. ქალაქის მცხოვრებლები ხშირად ხედავდნენ მას, და ამჩნევდნენ რომ წლები ვერაფერს აკლებდა მას, იგი ისეთივე ლამაზი და ახალგაზრდა რჩებოდა, როგორც მაშინ როდესაც გაიცნო თავისი ახალგაზრდა შეყვარებული.


იაპონელები ამბობენ, რომ დიდმა სიყვარულმა მისთვის დრო გააჩერა...




image



image



0
271
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0