თავის მოვლა ცეცხლის პროცედურები სილამაზის შესანარჩუნებლად 2013, 24 მარტი, 18:10 მრავალი საუკუნის განმავლობაში, ქალები ცდილობდნენ სილამაზის შენარჩუნებას ბევრ შემთხვევაში მტკივნეული მეთოდებითაც კი. დღემდე ეს ტრადიცია აქტუალურია. სილამაზის გახანგრძლივება არა მარტო პლასტიკური ქირურგიის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამას გარდა არის ერთი სპეციფიკური მეთოდი, რომელიც სილამაზის გაუმჯობესებაში ეხმარება ქალებს. ეს არის ცეცხლის პროცედურები. ეს პროცედურა სათავეს იაპონიიდან იღებს და დღეს დღეისობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. პროცედურის დროს პირსახოცს ჟღინთავენ სპეციალური ელექსირით და ცოტა ალკოჰოლით და შემდეგ უკიდებენ ცეცხლს. რამდენიმე წამის შემდეგ კი მას აქრობენ. მკურნალობის ეს მეთოდი კანს გადაღლისა და ნაოჭებისგან იცავს. ამ მეთოდის დროს ყველა კუნთი დუნდება, იმუნიტეტი მაღლდება და ადამიანი აქტიური ხდება. 56 6-ს მოსწონს
|