ვარსკვლავები ზამთრის ნამზეური, მოდა, რომელმაც ვარსკვლავები შეარცხვინა 2013, 25 მარტი, 0:12 როცა ზამთარი ჯერ არ გვანებებს თავს, ზოგგან ისევ დიდთოვლობაა, ზოგგან ქარბუქი და წვიმებია, მოგვინდება რომ თავი გავინებივროთ და მზის აბაზანები("ზაგარი") მივიღოთ. ამას როგორც გვინდა და როცა გვინდა ვერ ვახერხებთ. არსებობს ხელოვნური სპრეიები, მალამოები, რომლებიც ბრიჯაოსფერს გაგვხდის. თუმცა ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. შემოგთავაზებთ ვარსკვლავების ფოტოებს, რომლებიც ზედმეტი ნამზეურის წყალობით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.
ჩვენც კი ვიყვირებთ ასე, თუ ამნაირი ფერის ნამზეური გაგვიჩნდება, როგორიც ჯესიკა სიმპსონს აქვს.
ბევრი ურჩევს ჯესიკას, რომ არ მიიღოს ნამზეური, რადგან მიაჩნიათ, რომ ბუნებრივად უკეთ გამოიყურება. თუმცა თვითონ თვლის, რომ ზოგიერთ სურათში ბუნებრივი ნამზეურით საოცრად ლამაზად გამოიყურება. ბუნებრივით კი, მაგრამ ხელოვნურით?
დონალდ ტრუმპის მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ ბიზნესმენებიც აკეთებენ არასწორ არჩევანს. დონალდს რომ გვერდიდან შეეხედა თავის თავისთვის, ის ნამდვილად აირჩევდა ბუნებრივ ფერს.
კრისტინა აგილერა. მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ იგრძნობდა თავს მომღერალი, როცა მიხვდებოდა როგორ ჩამოადნა ნამზეურის მალამო ფეხებშუა და დატოვა ყავისფერი ზოლები. ეს შეემთხვა ეტტა ჯეიმსის დასაფლავებაზე სიმღერისას. ეს ფერი ენ ჰეთევეის ფილმში გადასაღებად აქვს მიღებული. მას აქვს არაჩვეულებრივი კანის ფერი და ხელოვნურ ნამზეურსაც არ ეტანება. პერის ჰილტონის კაბის სტილი ისეთია, როგორიც მუცლით ცეკვას სჭირდება, შესაბამისად, ნამზეურის მალამოც მთელს ტანზე უსვია, მაგრამ მარჯვენა სურათზე ბევრად უფრო მომხიბვლელად გამოიყურება. აშკარად ზედმეტად გაისარჯა. 191 5-ს მოსწონს
|