რიანას მსოფლიო ტურნეს საშიშროება ემუქრება. რიანას
10 ავტობუსი, ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციელების
ჯგუფმა, მიჩიგანის შტატისა და კანადის საზღვაზე,
შემოწმების მიზნით გააჩერეს.
ყველა ავტობუსში სპეციალურად
დაგეშილი ძაღლები შეუშვეს,
რის შედეგადაც რირის ერთ-ერთ ახლობელს
ცოტა რაოდენობით მსუბუქი
ნარკოტიკი, მარიხუანა აღმოაჩნდა. შემთხვევითი არ არის
ის ფაქტი, რომ პოლიციელებმა განსაკუთრებული ყურადღება
რირის ავტობუსების ქარავანზე
რომ გაამახვილეს. ვინაიდან
რიანა არასოდეს მალავდა თავის დამოკიდებულებას ამ ნარკოტიკის მიმართ. თვითონ მოიმღერალი ავტობუსებში არ არმოჩნდა, რადგანაც ის თვითმფრინავით კომფორტულად მგზავრობას ანიჭებს უპირატესობას.
ბარბადოსელი მომღერალი, დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს თავისი გიჟური საკონცერტო ტურნეს შესახებ. მისი თქმით,
ეს ფილმი მის ფანებს მისცემს საშუალებას, დაინახონ თუ რა ხდება კულისებს მიღმა და შეხედონ რირის სამყაროს მისივე თვალით.