x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
პოპ არტი
imageენდი უორჰოლი ამერიკაში პოპ-არტის მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი ხელოვანი იყო. პოპ-არტისტების გამოსახულებებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, მათ შორის რეკლამებიდან და ტელევიზიიდან იღებდნენ. უორჰოლის საუკეთესო ნაწარმოებები 60-იან წლებში შეიქმნა, როდესაც მხატვარმა კინოვარსკვლავების პორტრეტებიც შექმნა.image


უორჰოლის პორტრეტები გლამურულ დიდებას, სილამაზესა და დროის წარმომავლობას ასახავს. მხატვარმა ხელოვნების ძველი განსაზღვრება ეჭვქვეშ დააყენა. მის შემოქმედებაში რთულია სახვითი ხელოვნების და პოპულარული კულტურის გამიჯვნა.


image

მერლინ მონროს თვითმკვლელობის შემდეგ უორჰოლმა მისი ფილმის რეკლამისათვის გადაღებული ფოტოსურათი გამოიყენა და 20-ზე მეტი ტრაფარეტი დაამზადა. უორჰოლმა რეკლამებისთვის დამახასიათებელი ღია ფერები გამოიყენა და თითოეული ნაბეჭდი ოდნავ განსხვავებული გახდა. მერლინ მონროს გამარტივებული გამოსახულება იმდენად რეალური პერსონაჟი არ არის რამდენადაც დიდებისს და გლამურის სიმბოლო.


image


უორჰოლმა იმავე მეთოდით სხვა ვარსკვლავებიც, მათ შორის ელვის პრესლი და ლაიზა მინელი გამოსახაimage



















imageუორჰოლი რეკლამებს, სხვადასხვა პროდუქციის შეფუთვას და სატელევიზიო გამოსახულებებს იყენებდა და ნახატებს ყველასთვის ნაცნობ საგნებსა და ვარსკვლავების ფოტოსურათებს ადებდა. უორჰოლის ნახატებზე ხშირად ნახავთ სარეკლამო გამოსახულებებს, როგორიცაა კონსერვის ქილები, კოკა-კოლას ბოთლები და ა.შ.


image



ენდი უორჰოლმა თავის სახელოსნოს "ქარხანა" დაარქვა, რადგან იქ სურათებს დიდი რაოდენობით "აწარმოებდა". მიუხედავად ამისა, ქარხნულად დაბეჭდილი პლაკატებისა და რეკლამებისგან განსხვავებით, უორჰოლის სახელოსნოში ყველაფერი ხელით კეთდებოდა და ამიტომ განსაკუთრებული იყო.


1987 წელს ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

1
352
5-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
352
  
0 1 1