მხატვრობა პოპ არტი 2013, 23 მარტი, 22:38 ენდი უორჰოლი ამერიკაში პოპ-არტის მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი ხელოვანი იყო. პოპ-არტისტების გამოსახულებებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, მათ შორის რეკლამებიდან და ტელევიზიიდან იღებდნენ. უორჰოლის საუკეთესო ნაწარმოებები 60-იან წლებში შეიქმნა, როდესაც მხატვარმა კინოვარსკვლავების პორტრეტებიც შექმნა.
უორჰოლის პორტრეტები გლამურულ დიდებას, სილამაზესა და დროის წარმომავლობას ასახავს. მხატვარმა ხელოვნების ძველი განსაზღვრება ეჭვქვეშ დააყენა. მის შემოქმედებაში რთულია სახვითი ხელოვნების და პოპულარული კულტურის გამიჯვნა. მერლინ მონროს თვითმკვლელობის შემდეგ უორჰოლმა მისი ფილმის რეკლამისათვის გადაღებული ფოტოსურათი გამოიყენა და 20-ზე მეტი ტრაფარეტი დაამზადა. უორჰოლმა რეკლამებისთვის დამახასიათებელი ღია ფერები გამოიყენა და თითოეული ნაბეჭდი ოდნავ განსხვავებული გახდა. მერლინ მონროს გამარტივებული გამოსახულება იმდენად რეალური პერსონაჟი არ არის რამდენადაც დიდებისს და გლამურის სიმბოლო. უორჰოლმა იმავე მეთოდით სხვა ვარსკვლავებიც, მათ შორის ელვის პრესლი და ლაიზა მინელი გამოსახა უორჰოლი რეკლამებს, სხვადასხვა პროდუქციის შეფუთვას და სატელევიზიო გამოსახულებებს იყენებდა და ნახატებს ყველასთვის ნაცნობ საგნებსა და ვარსკვლავების ფოტოსურათებს ადებდა. უორჰოლის ნახატებზე ხშირად ნახავთ სარეკლამო გამოსახულებებს, როგორიცაა კონსერვის ქილები, კოკა-კოლას ბოთლები და ა.შ. ენდი უორჰოლმა თავის სახელოსნოს "ქარხანა" დაარქვა, რადგან იქ სურათებს დიდი რაოდენობით "აწარმოებდა". მიუხედავად ამისა, ქარხნულად დაბეჭდილი პლაკატებისა და რეკლამებისგან განსხვავებით, უორჰოლის სახელოსნოში ყველაფერი ხელით კეთდებოდა და ამიტომ განსაკუთრებული იყო. 1987 წელს ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და 59 წლის ასაკში გარდაიცვალა 353 5-ს მოსწონს
|