რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ბოლო პერიოდში ცხოვრობდა ლონდონში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.სიკვდილის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ როგორც მისი ადვოკატი იტყობინება,
მას ლონდონიდან დაურეკეს და ოლიგარქის თვითმკვლელობის შესახებ შეატყობინეს .მისი სიძის განცხადებით
ბოლო თვეების განმავლობაში ოლიგარქს დეპრესია სტანჯავდა.
ის თითქმის აღარ ურთიერთობდა ნათესავებთან და მეგობრებთან.
ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ ასევე დაადასტურა მისმა მეგობარმა დემიან კუდრავცევმა.მისი სიტყვებით ბერეზოვსკი ლონდონის დროით დილის 11საათზე გარდაიცვალა.
2003 წლიდან ბერეზოვსკი ლონდონში ცხოვრობდა, სადაც მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. სხვადასხვა ინფორმაციით უკანასკნელი წლების განმავლობაში ოლიგარქს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
მან დიდი წარუმატებლობა განიცადა ბიზნესში და ასევე წააგო მნიშვნელოვანი სასამართლო რომან აბრამოვიჩთან.
ჯერ კიდევ არ არის მისი სიკვდილი ოფიციალურად დადასტურებული!!!