x
image
mak0
მკერდის კიბო მემკვიდრეობით არ გადაეცემა?

image მსოფლიო მასშტაბით, მკერდის კიბო მეხუთე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევი კიბოს ტიპების მიხედვით (ფილტვების კიბოს, კუჭ-ნაწლავის კიბოს, ღვიძლის კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს შემდეგ). 2005 წელს, მკერდის კიბოთი მთელ მსოფლიოში 502 000 ადამიანი დაიღუპა, რაც კიბოთი სიკვდილის 7% და ყველა სხვა მიზეზით სიკვდილის 1%-ია. ქალებს შორის, მკერდის კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

მიიჩნეოდა, რომ მკერდის კიბოს განვითარებას დიდი წვლილი მემკვიდრეობას მიუძღვოდა, თუმცა ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს რა 20 ათასი ქალის მდგომარეობა დაასკვნეს, რომ ონკოლოგიური დაავადების შემთხვევათა 72 პროცენტი მეკვიდრეობასთან კავშირში სულაც არაა.

აქვე დავამატებ, რომ მშვენიერი სქესის აბსულუტურად ყველა წარმომადგენელმა 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა. ხოლო სახლის პირობებში თვეში ერთხელ უნდა შეიმოწმონ საკუთარი თავი და ნებისმიერი საეჭვო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მაშინვე მიმართონ სპეციალისტს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!




0
43
5-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0