მოგზაურობა კონკიას კოშკი დისნეილენდში 2013, 23 მარტი, 18:08 “ უფროს თაობას აქ წარსულის მეხსიერება შეუძლია აღიდგინოს, ხოლო ბავშვები კი თავგადასავლების გემოს შეიგრძნობენ." უოლტ დისნეი. როდესაც უოლტ დისნეის სამყაროს წარმოიდგენთ, მაშინვე გონებაში უოლტ დისნეის კოშკი წარმოგიდგებათ. არის მასში რაღაც მაგიური და ჯადოსნური. როდესაც პირველად ნახავთ მას, მაშინვე მიხვდებით რომ რეალური ცხოვრება თქვენს უკან დარჩა და უცებ მოხვდით ზღაპრულ სამყაროში, რომელიც სავსეა ფანტაზიითა და მხიარულებით. ფლორიდის შტატში მდებარე უოლტ დისნეის პარკი (ორლანდო), ყველაზე დიდი გასართობი პარკია მსოფლიოში. აქ განთავსებულია ოთხი თემატური მოედანი, ორი აკვაპარკი, ოცდაოთხი სასტუმრო, უამრავი მაღაზია, კაფე და რესტორანი. ამ სამყარომ პატარა და შეუმჩნეველი ქალაქი ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ცენტრად აქცია აშშ_ში. 102 6-ს მოსწონს
|