ტენდენციები საგაზაფხულო კოლექცია ყველანაირი გემოვნებისათვის 2013, 23 მარტი, 14:30 ![]() მოგესალმებით ძვირფასო მოდის მოყვარულებო, თუმცა მოდის მიყოლა სულაც არ არის აუცილებელი იმისათვის რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, მთავარია სწორად შევარჩიოთ ჩვენი სტილი და ბრმად არ მივყვეთ თანამედროვე ტენდენციებს, მაშინ კი, როდესაც გემოვნებიანად გაცვიათ და ლამაზად გამოიყურებით თქვენვე სთავაზობთ და ადგენთ მოდას. როგორც იქნა მოვიდა ჩვენი ნანატრი გაზაფხული და თბილი ტანსაცმლის გახდაც დავიწყეთ ნელ-ნელა, ერთი სული გვაქვს გარდერობსაც როდის განვაახლებთ, ამიტომ ახალი იდეები აუცილებლად დაგვეხმარება ჩაცმის სტილი შერჩევაში. ![]() წელს ისევ მოდურია ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას მეტალით გაფორმებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. შავი კლასიკური ფერია და ყოველთვის იქნება მოდური, მაგრამ საგაზაფხულოდ ღია, ნათელი ფერები აუცილებელია, ასე რომ ეს ტენდენცია გასათვალისწინებელია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 214 5-ს მოსწონს
|