x
image
mak0
რა იწვევს მამაკაცებში „მამაკაცობის“ დაქვეითებას?
imageტესტოსტერონი მამაკაცური ჰორმონია და ქალის ჰორმონისგან
(ესტროგენი) ერთი წყალბადის ატომით განსხვავდება. ამიტომ ტესტოსტერონი ძალიან არამდგრადია და ხშირად ხდება მისი ესტროგენად მუტაცია. ტესტოსტერონი ასევე მნიშვნელოვანი ჰორმონია კუნთოვანი მასისთვის. მეცნიერები გამოყოფენ მთელ რიგ პროდუქტებსა და ჩვევებს რომლებიც ანგრევს ან ხელს უშლის ტესტოსტერონის გამოყოფას.
1. მარილი. ექსპერიმენტებით დამტკიცებულია, რომ ნატრიუმის
მაღალი შემცველობა აქვეითებს ტესტოსტერონის გამომუშავებას.

2. შაქარი. იწვევს ინსულინის გამოყოფას, რაც თავის მხრივ აჩერებს ტესტოსტერონის გამომუშავებას. გლუკოზა უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების აქტიურობას, ამიტომ მამაკაცები ინსტინქტურად ეძალებიან ტკბილეულობას, მაგრამ წარმოებული შაქარი არ არის გლუკოზა, ამიტომ უმჯობესია გლუკოზა მიიღოთ ხილისა და ბოსტნეულის სახით. სახიფათო პროდუქტი რომლებშიც შეფარულია
შაქარი: გაზიანი სასმელები, ტკბილი ალკოჰოლური სასმელები.
3. კოფეინი. კაფეინი ანადგურებს თავისუფალ ტესტოსტერონს.

4. ხორცი. ხორცი თავის მხრივ არ არის მავნე, მაგრამ კომერციული
ხორცი (საქონლის, ქათმის, ღორის) გაჯერებულია ქალის ჰორმონით. საქონელს აძლევენ ქალურ ჰორმონს ხორცის მასის მოსამატებლად.

5. პროდუქტი ქოლესტერინის მაღალი შემცველობით. ქოლესტერინი ცხოველური ცხიმია. მისი ძირითადი წყარო - ქონიანი ხორცია. ქოლესტერინი ზომიერი რაოდენობით არ არის მავნე, პირიქით ის აუცილებელია, რადგან ქოლესტერინი ძირითადი კომპონენტია ტესტოსტერონის სინთეზისთვის. მამაკაცის ორგანიზმი
დღის განმავლობაში ტესტოსტერონს მიკროსკოპულად მცირე რაოდენობას გამოიმუშავებს, ამიტომ შესაბამისად ქოლესტერინიც ძალიან მცირე რაოდენობით არის საჭირო.


6. სოიო. ის შეიცავს ფიტოესტროგენს - ქალის ჰორმონის მცენარეულ ანალოგს.

7. ცხიმიანი რძე. განსაკუთრებით ნატურალური. ის შეიცავს
ძროხის ბუნებრივ ესტროგენს.

8. თეთრი საფუარიანი პური და ზოგადად ცომეული. ერთბაშად 2 მავნე კომპონენტი: საფუარი და შაქარი.

9. დიდი რაოდენობით მცენარეული ცხიმი. ტესტოსტერონის დონეს არ ამცირებს ზეითუნის ზეთი და კაკლის ზეთი. მზესუმზირის ზეთის მავნებლობა იწყება დღეში 6 კოვზზე მეთი რაოდენობით. ძალიან ამცირებს ტესტოსტერონის გამომუშქავებას სოიოს, სიმინდის
და სელის ზეთი.

10. ფრინველის კვერცხი. შეიცავს ბევრ სხვადასხვა ჰორმონს და ქოლესტერინს. ასევე ტოკსიკურია ცილოვანი აპკი, რომელიც გადაკრულია ნაჭუჭის შიდა მხარეს. არ მოიწამლებით მაგრამ ცუდათ მოქმედებს ორგანიზმზე, განსაკუთრებით ნაყოფიერების ფუნქციაზე.

11. შებოლილი პროდუქტი და ალკოჰოლი. ალკოჰოლი ნამდვილი საწამლავია სათესლე ჯირკვლებისთვის. ალკოჰოლის ის რაოდენობა რომელიც იწვავს „პახმელიას“ ამცირებს ტესტოსტერონის დონეს 12-20 საათის განმავლობაში 20%-ით. მითუმეტეს, რომ „გრადუსით“ დაზიანებული „კვერცხები“ არასოდეს აღდგება სრულყოფილად. ყველაზე დიდ დარტყმას მამაკაცობას ლუდი აყენებს - ალკოჰოლის გარდა მასში ძალიან ბევრი ფიტოესტროგენია (ქალური ჰორმონის მცენარეული ანალოგი).

შემოგთავაზებთ რამოდენიმე პროდუქტს
და რჩევას, რომელიც ზრდის ტესტოსტერონის დონეს.

სტრესი დამანგრეველია ტსესტოსტერონისთვის, ამიტომბევრი იცინეთ, კარგად იძინეთ მშვიდ და სრულიად ბნელ ოთახში. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას, ამიტომ თუ მჯდომიარე სამუშაო გაქვთ ყოველ 3 საათიან უმოძრაობაზე 20 წუთიანი ვარჯიში მაინც მოგიწევთ, სირბილი, ცურვა, ველოსიპადი
ან უბრალო სიარული მაინც. მაღალი ტემპერატურა ასევე მავნეა ტესტოსტერონისთვის, ამიტომ გრილ ოთახში უნდა გეძინოთ, არ ჩაიცვათ მოტკეცილი ტრუსები და ჯინსები, არ გაათბოთ მანქანის
„სიდენიები“. თუმცა დამტკიცებულია, რომ მზის შუქი ზრდის ტესტოსტერონის დონეს.

სასარგებლო პროდუქტები:

მწვანილეოლობა დიდი ოდენობით: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კომბოსტო, სალათის ფოთლები, ხახვი, ღანძილი და ა.შ.

კვახი - თუთიის ძირითადი წყარო, რომელიც შედის ტესტოსტერონის შემადგენლობაში.


კენკრა, ყურძენი.

შავი ღვინო (ზომიერად)


კაკლის და სეზამის ზეთი, ზეითუნის
ზეთი.

საკაზმები დიდი რაოდენობით, წიწაკა,
ქინძი, პირშუშხა, პდოგვი.


ასე, რომ მამაკაცებო თურმე მარტო სილამაზე არ მოითხოვს
მსხვერპლს!!! წარმატებებს გისურვებთ! :))

8
2282
10-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
2282
  
2016, 20 აგვისტო, 12:38
არადა კაი კაი ჩაციებული ლუდი ხის ჩეროში :-)
2013, 28 მარტი, 12:59
ჩვენ გვჯერა თქვენი :)))))))
2013, 28 მარტი, 5:51
ნწუ ნწუ ნწუ თქვენ თქვენ თავს მიხედეთ და ჩვენც მოვახერხებთ რამეს არ იდარდოთ :)
2013, 23 მარტი, 18:10
მე ჩვენ დაგვაწვებიან კისერზე ტვირთად ... :)))))))))))))უკვეც ხომ არიან ასე.. :))))))))))))))))
2013, 23 მარტი, 17:43
ეგრე მოუხდებათ მაგათ :))))
2013, 23 მარტი, 17:36
:))))))))))))) საწყლები..
2013, 23 მარტი, 15:21
მადლობა :)
2013, 23 მარტი, 14:44
ინფორმატიული და საინტერესო სტატიაა!
0 1 8