x
image
ტორნადო07
ტოპ-10 ინგრედიენტი კოქტეილისათვის
კოქტეილის გაკეთება გადაწყვიტეთ? არ იცით საიდან დაიწყოთ, ან რა ინგრედიენტები მოიმარაგოთ? გთავაზობთ კოქტეილის მომზადების რამოდენიმე აუცილებელ პირობას, რომელთა დაცვის შემთხვევაში სასიამოვნოდ გააკვირვებთ თქვენს სტუმრებს. ხო მართლა იცოდით რომ კოქტეილი "მამლის კუდს" ნიშნავს?

image


კოქტეილის ფუძე, რა თქმა უნდა მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ფუძე სასმელის არანაკლებ 50%-ისა უნდა იყოს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის 75%-სა და მეტს უნდა მოიცავდეს. მოდით გავერკვეთ რომელი ძირითადი სასმელები შეგვიძლია გამოვიყენოთ კოქტეილის დასამზადებლად.


1)არაყი: ეს ალკოჰულური სასმელი კოქტეილების ყველაზე გავრცელებული შემადგენელია. ნუ დაზოგავთ თანხას, ჯობია იყიდოთ მაღალი ხარისხის არაყი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. რა თქმა უნდა თქვენ შეიძლება გამოიყენოთ არაყი სხვადასხვა არომატიზატორებით, მაგრამ მაშინ საბოლოო პროდუქტს სპეციფიური გემო და არომატი ექნება.



2)ჯინი: ბაზარი ამ სასმელის მრავალ სახეობას გვთავაზობს. შეიძლება შეიძინოთ სხვადასხვა გემოსა და ფასის ჯინი. და ისევ ნუ შეიძენთ ყველაზე იაფფასიან ჯინს.


3)ტეკილა: გამოგადგებათ ტეკილა "ქროსფერი" და "ვერცხლისფერი", რომელთა გამოყენების შემთხვევაში კოქტეილი სასიამოვნო ფერსა და არომატს მიიღებს.


4)კონიაკი და ბრენდი: რა თქმა უნდა ბაზარი მრავალი სახეობის კონიაკს გვთავაზობს, თუმცა არ ღირს ელიტური დიდი ხნის დაძველების კონიაკის გამოყენება. სასმელის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მის არომატს მიაქციეთ.


5)სკოჩი: ძალიან კარგი სასმელია კონიაკის დასამზადებლად. თუმცა სწორედ შოტლანდიური სკოჩი ჯობია ყველას, მას ხომ ყველასგან განსხვავებული სპეციფიური გემო აქვს.


6)ვისკი, ან ბურბონი: შესანიშნავი არჩევანია კოქტეილის ფუძისათვის.


7)რომი: არსებობს ორი სახეობის მუქი და ღია. მაგრამ რომი განსხვავებულია არა მარტო ფერით, არამედ გემოთიც. კოქტეილებისათვის ძირითადად ღია ფერის რომი გამოიყენება, თუმცა არც მუქია ცუდი.


8)აბსენტი: ვანგოგის სასმელს "ლკოჰოლური მანქანის" დასამზადებლად იყენებენ. ამ ალკოჰულურ სასმელს სპეციფიური გემო აქვს, რომელიც არაფერში აგერევა.


9)სამბუკა: კოქტეილებში გამოიყენება ძალიან ხშირად. ამ სასმელს კარგი არომატი და მოტკბო გემო აქვს. სამბუკას დამატებით კოქტეილს ბალახხეულ არომატს შესძენთ.


10)შამპანიური: თქვენს კოქტეილს სიმსუბუქესა და სიტკბოს შესძენს.

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0