x
image
ვიზა კოხაძე
გემრიელი სალათი ლორით და სულგუნით
image
ალბად დამეთანხმებით, მაიონეზიანი კერძები და განსაკუთრებით სალათები, რომლებიც ძირითადად სუფთა პროდუქტით მზადდება, ყველასთვის გამორჩეული კერძია.სალათის მოსამზადებლად აუცილებელია გვქონდეს შემდეგი დასახელების

ინგრედიენტები:

1) სამი შეკვრა სალათის ფოთლები, ანუ 200 გრამი:

2) სულგუნი - 400 გრამი:

3) ლორი(იგივე "ვიჩინა") - 300 გრამი:


4) ყვითელი სიმინდის მარცვალი - 150 გრამი:

5) პომიდორი - 0, 5კილოგრამი:

6) კიტრი - 0, 5კილოგრამი:

7) მაიონეზი - ერთი ცალი:

8) ტკბილი წიწაკა წითელიც და მწვანეც-200 გრამი.image

გაგაცნობთ სალათის მომზადების წესს:სალათის ფოთლები, ცერეცო, მწვანე და წითელი წიწაკა, კიტრი და პომიდორი წინასწარ გავრეცხოთ და დავაწყოთ საწურზე.პატარა, ოთხკუთხედ კუბიკებად დავჭრათ სულგუნი, შემდეგ ლორი, ერთი შეკვრა ცერეცოს ფოთლები და ჩავყაროთ მოზრდილ ჭურჭელში, რათა ხელი არ შეგვეშალოს ყველაფრის ერთმანეთში არევაში.როდესაც გარეცხილი და საწურზე დაწყობილი ინგრედიენტები გაშრება, მათაც დავჭრით ოთხკუთხედებად და ჩავამატებთ, შემდეგ მივცეთ ყვითელი სიმინდის მარცვლები, მარილი, მაიონეზი და გემოვნებით დავუმატოთ შავი წიწაკა. სალათა მზადაა.image

გაფორმების მიზნით შეგიძლიათ ნავისებრი ფორმის თეფშზე მოაწყოთ სალათის ფოთლები და ზემოდან დააწყოთ მომზადებული სალათი.

5
785
28-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
785
  
2013, 1 აგვისტო, 12:36
შენ რომ მასწავლე ესაა ალბათ:D:D:D
თანხმობა მომეცი მეგობრობაზე ,
2013, 1 აგვისტო, 12:35
უგემრიელესია!
2013, 22 მარტი, 13:56
გემრიელი არა უგემრიელესია.)))
2013, 22 მარტი, 13:08
ძალიან გემრიელი იქნება.
0 1 5