შოუბიზნესი ინტერნეტში 7 თვის "მინი კედოს" სურათები გავრცელდა (+ნანკას ვაჟის 2 ფოტო) 2013, 22 მარტი, 2:59 ნანკა კალატოზიშვილი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობია. მასზე ბევრ ჭორს გაიგებთ, მაგრამ თვითონ ამ ყველაფერზე ნაკლებად რეაგირებს. ნანკა ყოველთვის თავისუფლად იქცევა, თავს არაფერში იზღუდავს. ის კალათბურთელ ირაკლი კედიასთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ჯერ არ დაქორწინებულა. ნანკა ამბობს, ბეჭედდასმული ურთიერთობა არ სჭირდება მე და კედო ისეც ერთი პატარა ლამაზი ოჯახი ვართ, თუ ბავშვს რაიმეში დაჭირდება ხელს მოვაწერთ, მაგრამ ამ ეტაპზე დაქორწინების საჭიროებას ვერ ვხედავო. ნანკა 7 თვის ორსულია. კედო ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ მალე ვაჟი ეყოლება. მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 7 თვის პატარას სურათებიც გაავრცელა. მეგობრები ულოცავენ და ყველას ერთი სული აქვს როდის დაიბადება პატარა. ორსული ნანკა საკუთარი დღის რეჟიმზე გვიამბობს: "დილა კივის ჭამით იწყება, მერე ვარჯიშით, მერე თუკი საქმე არ მაქვს, მეგობრებს ვნახულობ ან ფილმს ვუყურებ. ახლა, სამწუხაროდ, ვირუსების პერიოდია და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავს ვიკავებ. ამიტომაც ძირითადად ან ფილმს ვნახულობ, ან წიგნს ვკითხულობ. ვინაიდან საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, შესაძლოა, ცურვაზე მივიდე, რომ კიდევ უფრო გავირთო თავი, თუმცა ახალი ჰობი არ მაქვს". პატარას სახელის ვერსია არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქრობენ, ნანკას ხასიათიდან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... 985 19-ს მოსწონს 2-ს არა
|