x
image
თამარი555
ალენ დელონი
ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი__ცნობილი, როგორც ალენ დელონი__ფრანგი კინომსახიობი, თეატრის მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი. კინოვარსკვლავი და 1960-1980 წლების სექს-სიმბოლო.


image


იგი დაიბადა 1935 წლის 8 ნოემბერს. საფრანგეთის ქალაქ, სო -ში, (პარიზის გარეუბანი). მომავალი მსახიობის მამა__ფაბიენ დელონი, წარმოშობით კორსიკელი გახლდათ. ის ხელმძღვანელობდა საკუთარ კინოდარბაზს “რეჟინა". დედა __ედიტ დელონი__განათლებით ფარმაცევტი, მუშაობდა კონტროლიორად ქმრის კინოდარბაზში. მშობლები დაცილდნენ, როცა ალენი ჯერ კიდევ სამი წლის იყო.


image



1956 წელს იგი პარიზში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მუშაობდა ოფიციანტად, ყიდიდა გაზეთებს. ბოლოს მას ბედმა გაუღიმა და ცნობილმა რეჟისორმა ივ ალეგრემ მიიწვია მეორეხარისხოვან ფილმებზე, ის თამაშობდა განგსტერის როლს ფილმში “როცა ქალი ერევა" და მან კარიერა დაიწყო კინოში..


ოფიციალურად ალენი სამჯერ იყო დაქორწინებული, ორმა ქალმა ითამაშა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი. დანარჩენები ლამაზები, ნიჭიერები, მომხიბვლელები და ჭკვიანები ვერ დადგნენ მის გვერდით. სხვანაირად კი ალენ-დელონი არ იქნებოდა. ნაცრისფერ-ლურჯი თვალები, შავი წარბები, რომანტიული და ამავე დროს ირონიული ღიმილი იპყრობდა თითქმის ყველა ქალის გულს.


მისი პირველი, და ალბათ ყველაზე ძლიერი სიყვარული, მომხიბვლელი და... ტრაგიკული რომი შნაიდერი იყო.


image


1959 წლის 22 მარტს შედგა მათი ჯვრისწერა ეკლესიაში. მათ ჰქონდათ ხანგრძლივი, მტანჯველი და ვნებებით აღსავსე რომანი, მაგრამ ეს ქორწინებით არ დამთავრებულა. რომი განიცდიდა, ალენი კი ნაკლებად, ის კარიერას ესწრაფვოდა. ერთხელაც რომიმ კარების ქვეშ ვარდების დიდი თაიგული ნახა წარწერით “მშვიდობით".



image


1962 წელს ალენ დელონმა აიღო “ოქროს დაფნის რტო" კანის ფესტივალზე. ლუკინო ვისკონტის ფილმში “ლეოპარდი". მან ამ ფილმში მთავარი როლი შეასრულა.

ამ პერიოდში შემოვიდა მის ცხოვრებაში ნატალი ბერტელემი. ისინი დაახლოვდნენ. როდესაც ალენი წავიდა ფილმის “ შავი ტიტას" გადაღებაზე. ნატალი უკვე ბავშვს ელოდებოდა. ისინი დაქორწინდნენ ჩუმად პატარა სოფელში, 1964 წლის 13 აგვისტოს.


image


1 ოქტომბერს ალენს და ნატალის პატარა ანტონი შეეძინათ. ოთხი წლის შემდეგ გაშორდნენ ერთმანეთს და ბავშვი დელონთან დარჩა.


ალენ დელონმა ბევრს მიაღწია თავისი კარიერის მანძილზე: მან დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია, გააჩნია ავიაკომპანია. მას ყველაზე უკეთესი ცხენების საჯინიბო გააჩნია, ასობით ცხენოსანთა შორის. მას აქვს უმდიდრესი სამხატვრო გალერეა, სადაც დიურერის, რემბრანდტის და სხვა ცნობილი მხატვრების ნახატებია.. მისი უმაღლესი კლასის იახტები ოკეანეში მრავლად არიან. ფაბრიკები მისი სახელობის ოდეკოლონს უშვებენ. მას იცავს მრავალრიცხოვანი დაცვის სამსახური.


image


მან შექმნა საკუთარი იმპერია, რომელიც განცალკევებულია გარეშე სამყაროსგან ვილების მაღალი კედლებით და კოშკით. მაგრამ მრავალი ლამაზი ქალის გულთამპყრობელი და ბანკების ანგარიშების მფლობელი მარტოობის ტყვეობაშია. მას სურს რომ უყვარდეთ თვითონ ის და არა მისი იმიჯი.image


დიდი წარმატება ჰქონდა ფილმებს “ ნათელი მზე"(1960). “ როკო და მისი ძმები."(1961). აგრეთვე აიღო პრემია “სეზარი" მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის, ფილმში “ჩვენი ისტორია"(1984).


2010 წელს მსახიობმა თავისი 75 წლის იუბილე აღნიშნა. იგი კვლავ კარგ ფორმაშია.


imageimage

7
330
9-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
330
  
2013, 22 მარტი, 12:49
გაიხარე.
2013, 22 მარტი, 12:49
გმადლობ
2013, 22 მარტი, 12:33
დიდი მადლობა
2013, 22 მარტი, 12:33
გმადლობ
2013, 22 მარტი, 11:56
საინტერესო სტატიაა.მომეწონა ძალიან.
2013, 22 მარტი, 10:50
ადამიანი ლეგენდა :*
2013, 22 მარტი, 10:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7