x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
2012 წლის ყველაზე მოდური სათვალის ტენდენციებიი...


image





ფერადი ჩარჩოები...


როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური ნათელი და ღია ფერებია. რა თქმა უნდა არც მზის სათვალეებია გამონაკლისი. ამ შემთხვევაში, ქალბატონს სრულიად
თავისუფლად შეუძლია არჩევანი შეაჩეროს ყვითელ, მწვანე, ლურჯ ან წითელ ჩარჩოზე. რა თქმა უნდა საკუთარი გარდერობის გათვალისწინებით. მსგავს ჩარჩოებს აუცილებლად უნდა ერწყმოდეს
საშუალოდ მუქი, გამჭვირვალეში გარდამავალი მინები.


დიდი ზომის ჩარჩოები...


მსგავსი ფორმის სათვალეებს იმიტომ აფასებენ, რომ მათ შესწევთ ძალა ყველაზე უბრალო ვიზუალური მონაცმები და სტილიც კი განსაკუთრებით ელეგანტურად და მიმზიდველად წარმოაჩინონ. ამ
შემთხვევაში სასურველია თუ არჩევანს მუქ მინებსა და არანაკლებ მუქი ფერის ჩარჩოებზე შეაჩერებთ. დიდი ზომის ჩარჩოები უნიკალურად ერწყმის ჯინსებს.


ავიატორები...


ავიატორები - ეს ნამდვილი კლასიკაა. მსგავსი ფორმის სათვალე ნებისმიერი ტიპის სახეს ერგება და შესწევს ძალა, ხაზი გაუსვას სახეზე არსებულ მიმზიდველ ნაკვთებს. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ ასე ჟღერს: მცირე ზომის სახის შემთხვევაში, ჩარჩოც პატარა უნდა იყოს და პირიქით.



თეთრი ჩარჩო...


2012 წლის თეთრჩარჩოიანი მზის სათვალე უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე მსგავსი ტენდენცია, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში არსებობდა. მსგავსი აქსესუარი ქალბატონის სტილს ქალურობასა და ელეგანტურობას სძენს. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩარჩოს ფორმას და შემდეგ სწორედ ამის მიხედვით შეგიძლიათ მოირგოთ ტანისამოსი. მსგავსი სათვალე შეუდარებლად ერწყმის, როგორც ყოველდღიურ ტანისამოსს, ასევე წვეულებებისთვის განკუთვნილ ნივთებსაც.


კატის თვალები...


კატის თვალები -მსგავსი ტენდენცია მხოლოდ შეუდარებელი მაკიაჟის შესაქმნელად არ გამოიყენება. რა თქმა უნდა ეს ტენდენცია
მზის სათვალეებსაც შეუდარებლად ერწყმის. მსგავსი აქსესუარი საშუალებას მოგცემთ ერთმანეთს შეურწყათ მკაცრი და ელეგანტური სტილი. შეგიძლიათ ეს სათვალე სპორტულ და ყოველდღიურ ტანისამოსზე მოირგოთ და გახსოვდეთ, რომ ასეთ შემხთვევეაში საზოგადოების ყურადრებას აუცილებლად მიიპყრობთ.



კრისტალებით გაწყობილი ჩარჩო...


მსგავსი სათვალის მორგების შემთხვევაში, ქალბატონი თავს შეუდარებლად იგრძნობს. აღნიშნული ჩარჩოები სუსტი სქესის წარმომადგენლის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. ეს აქსესუარი ქალბატონის სტილში იდუმალებასა და უაღრეს ქალურობას შეიტანს. მსგავსი მოდელის სათვალე შეგიძლიათ სრულიად თავისუფლად ატაროთ როგორც ჯინსებთან, ასევე უაღრესად კლასიკურ კაბასთან ერთადაც.



მრგვალი ჩარჩოები...


მრგვალი ფორმის ჩარჩოებში არის რაღაც რეტრო-სტილის მაგვარი. მსგავსი ფორმის სათვალე განსაკუთრებით პოპულარულია მიმდინარე
სეზონზე. მრგვალი ჩარჩო საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეარჩიოთ ტანისამოსი, რადგან ეს აქსესუარი არ არის პრეტენზიული. რაც შეეხება ფერს, არჩევანი უკვე თქვენზე და თქვენს სურვილზეა
დამოკიდებული.



2
103
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკუშა
ნიკუშა
103
  
2012, 21 აპრილი, 16:02
გაუმარჯოს მოდიდან გაუსვლელ რეიბანებს
0 1 2