ტექნოლოგიური სიახლეები Sony SmartWatch - "მომავლის საათი" 2013, 21 მარტი, 16:29 იაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც ლიდერია ელექტრონიკის, ვიდეოს, კომუნიკაციების, ვიდეო თამაშების და კომპიუტერების გამოშვებაში, შექმნა ახალი გაჯეტი Sony SmartWatch-ი რომელიც ჰგავს მეექვსე თაობის ipod nano-ს, მაგრამ ბევრად მეტი ფუნქცია გააჩნია. ეს "საათი" გაძლევს დარეკვის, ტექსტის წაკითხვის, თამაშის, Facebook-ში და Twitter-ში შესვლის და კიდევ მრავალ შესაძლებლობას. ეს 15 გრამიანი გაჯეტი სონიმ 2012 წლის აპრილში გამოუშვა. იგი Bluetooth-ით უკავშირდება თქვენს მობილურს რომლიდანაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მობილურში მოსული წერილები ანდაც მოუსმინოთ მობილურში ჩაწერილ სიმღერებს SmartWatch-ში შეერთებული ყურსასმენებით. Sony SmartWatch-ი უკავშირდება მხოლოდ Android-ის სისტემის მობილურებს და ასევე მასაც Android-ის სისტემა გააჩნია.
მწარმოებელი: Sony ეკრანი: 1.3* OLED ეკრანი, 128X128 პიქსელი კავშირი: Bluetooth წონა: 15.5 გრამი ( სამაჯურის გარეშე ), 26 გრამი ( სამაჯურით ) სისტემა: Android 2.1 და მაღლა პროცესორი: Sony Ericsson Live View. ვებ გვერდი : sonymobile.com/smartwatch 88 5-ს მოსწონს
|