x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135857
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
სეზონის ტენდენცია-როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი ყვითელ ფერებში

გაზაფხული-ზაფხული 2013 წლის სეზონის ფავორიტად თვალის ჩრდილებისთვის ყვითელი ფერი გადაიქცა.

ქალბატონებს, რომლებიც მისდევენ მოდის ტენდენციებს და გაბედულებითაც გამოირჩევიან შეუძლიათ თავადაც გაიკეთონ მაკიაჟი ზაფრანისფერ, ლიმონისფერ ან ოქროსფერ ფერებში.

ასევე მოდური ფერი ტრადიციულ ფერებსაც მოხდენილად შეუხამონ.

ყვითელ ფერს გააჩნია უსაზღვრო მიზიდულობა და ხაზს უსვამს ქალურობას.


image


ნაბიჯი 1

როგორ გავაკეთოთ მაკიაჟი თვალებზე აქცენტით?

ამისთვის გამოდგება არამარტო ტექნიკა smoky eyes ტრადიციული მუქი ჩრდილებით, არამედ წლევანდელ სეზონზე მოდური ყვითელი ფერი.

დაიტანეთ ყვითელი ჩრდილები ზედა ქუთუთოზე და წამწამების ძირში ქვედა ქუთუთოზე ფუნჯის მეშვეობით.

image


ნაბიჯი №2
ამგვარი მაკიაჟის საინტერესო გადაწყვეტა იქნება კაშკაშა ყვითელის შეხამება ფირუზისფერ, მწვანე და იისფერ ფერებთან.

დაიტანეთ ფირუზისფერი ჩრდილი თვალის შიდა კუთხეში და ნაკეცზე, დატუშეთ. აურიეთ მწვანე და ყვითელი ჩრდილები და გადაისვით ზედა ქუთუთოზე წამწამების ზრდის ხაზის გასწვრივ.

image

ნაბიჯი №3

თვალები უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, დაიტანეთ თეთრი ფერის ჩრდილი წარბების ქვევით ცენტრში.

image


ნაბიჯი №4
შეიღებეთ იისფერი ჩრდილით თვალის შიდა კუთხე და თანდათან გადადით წარბების დასაწყისისკენ.

image

ნაბიჯი №5

დაიტანეთ ფირუზისფერი ჩრდილი წამწამების ხაზის გასწვრივ უფრო მუქი და კაშკაშა ფერის მისაღებად.

image

ნაბიჯი №6

მაკიაჟის დასრულებისთვის წამწამებზე წაისვით დამაგრძელებელი ტუში. უპირატესობა მიანიჭეთ შავ, ნაცრისფერ ან ყავისფერ ტუშს.
image





0
64
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0