x
image
gvanca998
წონის მომატება მხოლოდ კალორიების ბრალი არ ყოფილა
ზედმეტი კილოგრამების დაგროვების მიზეზი მხოლოდ არასწორი კვება არ ყოფილა, ამბობენ ამერიკელი მეცნიერები და განმარტავენ, რომ სიმსუქნე შეიძლება გამოიწვიოს ძილის ნაკლებობამ, რადგან უძილობა ჰორმონალური დისბალანსის პროვოცირებას ახდენს, რასაც მოჰყვება კიდევ ერთი არასასურველი შედეგი-გასუქება.

image

გასუქება შეიძლება პლასტმასთან და პესტიციდებთან ხშირმა ურთიერთობამაც გამოიწვიოს, მათი ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე,

მათ ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ენდოკრინული სისტემის მუშაობის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლიათ.


რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, წონის მატება კონდიციონერსაც კი შეუძლია. კომფორტული პირობების დროს ფერხდება კალორიების წვის პროცესი, რომლებიც ოფლის გამოყოფისას ნადგურდებიან.

გამოდის რომ არ არსებობს მოვლენა, რომელიც გასუქებაში არ გვეხმარებოდეს და თუ გვსურს, რომ ზედმეტმა კილოგრამებმა არ შეგვაწუხოს ხანდახან აუცილებელია დიეტოლოგებსაც მოვუსმინოთ.


image
ექსპერტთა აზრით ცივი წყალი და კევი წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა.
ასევე წონის დაკლების პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ენერგიას იღებს ადამიანი ჭამისას და რამდენს ხარჯავს ფიზიკური და გონებრივი აქტივობების დროს. გასახდომად კი აუცილებელია, რომ ადამიანმა იმაზე მეტი კალორია დაკარგოს ვიდრე ორგანიზმი იღებს.


წყალი არ შეიცავს კალორიებს, ხოლო თუ მას ცივ მდგომარეობაში მივიღებთ ორგანიზმი სხეულის გასათბობად კალორიების დაწვას დაიწყებს. დიეტოლოგები აცხადებენ, რომ თუ ადამიანი დღეში 2 ლიტრ წყალს დალევს, ის წელიწადში 5 კილოგრამს დაიკლებს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ საუზმის წინ 0, 5 ლიტრი წყალი დავლიოთ, ხოლო 1, 5 ლიტრი დღის განმავლობაში .
რაც შეეხება საღეჭ რეზინს, იგი ნივთიერებათა ცვლას 19% ზრდის, რაც თვეში 500 გრამი ცხიმის მოცილებაში გვეხმარება.image

3
745
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:gvanca998
gvanca998
745
  
2013, 21 მარტი, 0:39
:* ვცდილობ რომ მოგეწონოსს ... :))))
2013, 21 მარტი, 0:36
კარგი სტატიაა, გვანცა!
0 1 3