x
image
t.x.
ხუთი წლის გოგონას სენსაციური მეცნიერული აღმოჩენა

imageხუთი წლის ბრიტანელმა გოგონამ, ქვეყნის სამხრეთით ერთ-ერთ კუნძულზე სეირნობისას აღმოაჩინა მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი დინოზავრის სახეობა. მადლიერების ნიშნად მეცნიერებმა ამ სახეობას გოგონას სახელი დეიზი მორესი დაარქვეს, იუწყება ტელეარხი Sky News.

გოგონამ ძვლები 2008 წელს იპოვა და წაუღო დინოზავრების ადგილობრივ ექსპერტს - მარინა სიმპსონს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ძვლები და დაასკვნეს, რომ ის ეკუთვნის პტეროტოზავრის უცნობ სახეობას. დაახლოებით ყვავის ზომის ცხოველი ცხოვრობდა 115 მილიონი წლის წინათ და მიიღო დასახელება vectidraco daisymorrisea, სადაც პირველი სიტყვა აღნიშნავს - "დრაკონი უაიტის კუნძულიდან", ხოლო მეორე, - გოგონას სახელია.

მარინა სიმპსონი გვიყვება, რომ მან როგორც კი ნახა ძვლები, მაშინვე მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა აქამდე უცნობ სახეობასთან, რომელიც რაღაც განსაკუთრებული იყო. ექსპერტმა განაცხადა, რომ დეიზის რომ არ ეპოვა ის და არ მიექცია ყურადღება, ძვლებს ზღვა გადარეცხავდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალო ადამიანებსაც, მოყვარულებსაც, შეუძლიათ გააკეთონ სერიოზული აღმოჩენა.

პტეროზავრის vectidrako daisymorrisae-ს ნაშთები გაგზავნილია და შეინახება ლონდონის ისტორიის მუზეუმში.

0
562
14-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0