ბანკები დოლარებზე გამოსახული პრეზიდენტები და სახელმწიფო მოღვაწეები (ყველა ბანკნოტის მიმოხილვა) 2013, 20 მარტი, 20:17 მინდა წარმოგიდგინოთ საინტერესო კოლაჟი დოლარზე გამოსახული პრეზიდენტების შესახებ. თქვენ გინახავთ 1000 ნომინალის დოლარი? 5000? 100 000? ამ სტატიაში იხილავთ აშშ დოლარის ყველა ნომინალის ბამკნოტას. ასევე წარმოგიდგენთ მოკლე ისტორიას მათზე გამოსახული პრეზიდენტების შესახებ.
1) ბანკნოტა 1 დოლარი: გამოსახულია ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი. ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის სახეც პირველად გამოჩნდა დოლარის კუპიურაზე 1869 წელს. ამ ბანკნოტის ბრუნვადობის საშუალო ციკლი 18 თვეა, ეს გამოწვეულია მისი მაღალი მოხმარებით. 2) ბანკნოტა 2 დოლარი: გამოსახულია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორის ტომას ჯეფერსონის პორტრეტი, რომელიც 2 დოლარიანს 1869 წლიდან ამშვენებს. 1900 წლიდან აშშ-ს მთავრობამ უშედეგოდ სცადა ამ ბანკნოტის პოპულარობის გაზრდა. 3) ბანკნოტა 5 დოლარი: აბრაამ ლინკოლნი. აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტმა შთამომავლობის პატივისცემა დაიმსახურა იმით, რომ ბოლო მოუღო მონობას და შეძლო აშშ-ს მთლიანობის შენარჩუნება. ბანკნოტაზე გამოისახება 1914 წლიდან. 1964 წელს კი მასზე გაჩნდა აშშ-ს დევიზი "In God We Trust". 4) ბანკნოტა 10 დოლარი: ალექსანდრ ჰამილტონი. აშშ-ს პირველი ფინანსთა მინისტრი. ის ერთ-ერთია ორ ადამიანს შორის, რომელიც ბანკნოტაზეა გამოსახული მიუხედავად იმისა, რომ არაა პრეზიდენტი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი 10 დოლარიანი 1861 წელს გაჩნდა ლინკოოლნის პორტრეტით.5) ბანკნოტა 20 დოლარი: ენდრიუ ჯექსონი. აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტის პორტრეტმა კლივლენდის პორტრეტი 1928 წელს შეცვალა. მას შემდეგ რამოდენიმეჯერ იყო მოთხოვნა მისი პორტრეტის შეცვლის შესახებ. 6)ბანკნოტა 50 დოლარი: ულლის გრანტი. მე-18 პრეზიდენტი და სამოქალაქო ომის ცნობილი გენერალი. პირველად გამოჩნდა 1913 წელს. 2005-2010 წლებში კონგრესში შევიდა მოთხოვნა მისი პორტრეტის რონალდ რეიგანის პორტრეტით ჩანაცვლების შესახებ, თუმცა კონგრესმა უარი განაცხადა.7)ბანკნოტა 100 დოლარი: ბენჯამინ ფგრანკლინი. პირველად ბანკნოტაზე 1914 წელს გამოჩნდა. მის შესახებ ამბობენ: "ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც არ ყოფილა პრეზიდენტი". იშვიათი ბანკნოტები. 1) 500 დოლარი: მაკ-კინლი. 25-ე პრეზიდენტი მოკლეს 1901 წელს. მისი პორტრეტი ბანკნოტაზე 1928 წელს გაჩნდა. 2)1000 დოლარი: გამოსახული კლივლენდი აშშ-ს 22-ე და 24-ე პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკნოტის გამოშვება შეჩერებულია, ეს არის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ბანკნოტა. 1890 წელს გამოშვებული 1000 დოლარიანი 2006 წელს 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. 3) 5000 დოლარი: გამოიშვებოდა 1969 წლამდე. გამოსახულია ჯეიმს მედისონი, "აშშ-ს კონსტიტუციის მამა". დღეისათვის ცნობილია 342 ასეთი ბანკნოტის არსებობის შესახებ. 4)10 000 დოალრი: ბრუნვაში არსებული ყველაზე დიდი ნომინალის ბანკნოტა. გამოსახულია სემონ ჩეიზი-ფინანსთა მინისტრი ლინკოლნის დროს. დღეისათვის არსებობს 336 ასეთი ბანკნოტა. 5)100 000 დოლარი: ყველაზე დიდი ნომინალის ბანკნოტა, რომელიც ბრუნვაში არასოდეს ყოფილა. გამოიყენებოდა ფულის გადასაგზავნად დიდი დეპრესიის დროს. მასზე აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონია გამოსახული. 3092 9-ს მოსწონს
|