x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136584
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
რა ხდებოდა საგაზაფხულო კოლექციების ჩვენებების კულისებში-მოდელების ხალისიანი მზადება
მოდურ სამყაროში ყველაზე საინტერესო მოვლენები ხშირად კულისებს მიღმა ხდება.

რასაც ადასტურებს საგაზაფხულო ჩვენებების კულისები-სადაც შეგიძლიათ დაინახოთ მოდელების გულწრფელი ემოციები, მათი მზადება პოდიუმისთვის და კაბები უჩვეულო რაკურსით.


Marc by Marc Jacobs
დიზაინერის გაზაფხული-ზაფხული 2013 წლის კოლექცია მხიარულ 80-იან წლებში დაბრუნებაა-ხალისიანი ზოლები, უჯრედები და რუშები წარმოადგინეს მოდელებმა კორა ემანუელმა და ბეტე ფრანკემ.

image



Alexander McQueen-ს კოლექცია ზღაპრულ სამყაროს გავდა: ჯადოსნური ნაქარგებით გაფორმებული კრინოლინის კაბები

მოდელმა ელენა ბარტელსმა მოირგო.

image


Blumarine-ის საგაზაფხულო მოდური რჩევები ასეთი გახლავთ: საღამოს კაბაზე მოვისხამთ აბრეშუმის ლაბადას, როგორც

მოდელებმა პოდიუმზე გასვლის წინ.
image


Lanvin-ის არქიტექტურული თარგის მქონე კაბები და ანტიკური ფიგურების ფოტოპრინტი-ასეთი გახლავთ ალბერ ელბაზის საგაზაფხულო კოლექცია, რომელსაც ალბერმა "კლასიციზმის დეკონსტრუქცია" უწოდა".
image


Sportmax-ს კოლექცია გეომეტრიული იერსახეებით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოირგეს მოდელებმა მაკენზი

დრაზანმა და ემილი ბეიკერმა.
image

Kenzo

მსგავს ფერებს მხოლოდ ჯუნგლებში ან Kenzo-ს ჩვენებაზე თუ ნახავთ, მოდელების კოდი იანგის და მაგდალენა ასეკის სამოსზე.
image


Paul Smith
ყველაზე საზაფხულო ფერი კი Paul Smith-ს აქვს-შარვლები, კაბები და მოდელების მაკიაჟიც კი კაშკაშა ფერებშია გადაწყვეტილი.
image


Alexander Wang-ის კაბები პერფორირებული ტყავისგან

იყო შეკერილი, რაც დიზაინერის თქმით ბეისბოლის ფორმების გლამურული ვერსია გახლდათ.
image


1
117
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
117
  
2013, 16 აპრილი, 11:17
მომწონს ეს ბოლო ფოტოს სტილი..
0 1 1