ქალი და მამაკაცი უშვილობა -- მძიმე რეალობა 2013, 20 მარტი, 13:42 ![]() კვლევებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალურია ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისათვის, ვიდრე სოფლად.ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გარემო პირობები გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებს ენდოკრინული მავნე ნივთიერებები, მათ შორისაა პესტიციდები, რომლითაც ხილი და ბოსტნეული მუშავდება.არადადებითად მოქმედებს ასევე სასმელისა და საკვების შესაფუთი მასალები, მიკროტალღოვანი ღუმელის ჭურჭელი, ელექტრონიკა, სათვალე, მობილური ტელეფონი. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებისა და სათანადო ქმედებების წყალობით ვითარება შედარებით გამოკეთდა.წელიწადში დაახლოებით ოთხი მილიონი ტონა პლასტმასის მასა გადამუშავდება.ქუჩაში არსებული ნაგავი უარყოფითად მოქმედებს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ნაყოფიერებაზე, მაგრამ მხოლოდ ეს არაა ყველაფერი, იგი კიბოს გამომწვევიცაა, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში პროსტატის, მკერდის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნე გაორმაგდა ან გასამმაგდა.ყველაფერი კი გამოწვეულია დასავლეთის ქვეყნების აქტიური და უყურადღებო ცხოვრების წესით. ალბათ, საინტერესოა, თუ როგორი ვითარებაა აზიასა და აფრიკაში, და რას აკეთებს იქ მცხოვრები მოსახლეობა ჩვენგან განსხვავებით.მათ არ გააჩნიათ სწრაფი კვების უამრავი ობიქტი, ისინი საკვებს ძირითადად შინ ამზადებენ და შესაბამისად, არც იმ ერთჯერად პლასტმასის ჭურჭელს მოიხმარენ, რასაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში. უნაყოფობის პრობლემის გადასაჭრელად, მეცნიერებს სწორ გზად მიაჩნიათ, წყვილების მიერ ცხოვრების წესის შეცვლა, კერძოდ, :აბსოლუტურად ბუნებრივი საკვების მიღება, პლასტმასის ჭურჭლის ნაცვლად კერამიკული ან მინის ჭურჭლის მოხმარება.შედეგად მივიღებთ ჯანმრთელი ბავშვის შობადობის 50%-იან ზრდას, რაც დროთა განმავლობაში მოხსნის დასავლეთის ქვეყნებში არსებულ მძიმე პრობლემას. 138 5-ს მოსწონს
|